ამერიკული ინტერნეტ-გიგანტები პოსტსაბჭოთა ავტორიტარულ რეჟიმებს ემორჩილებიან

ამერიკული ინტერნეტ-გიგანტები პოსტსაბჭოთა ავტორიტარულ რეჟიმებს ემორჩილებიან

access_time2021-11-20 18:00:21

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, ყაზახეთში ინტერნეტი არათავისუფალია, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობამ ხელი სოციალურ ქსელ Facebook-თან „მავნე კონტენტთან ერთობლივი ბრძოლის თაობაზე ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელი ხელისუფლებას კონტენტის მონიტორინგის ანგარიშთან სრულ წვდომას უზრუნველყოფს.


ყაზახეთის ინფორმაციის სამინისტრო ამაყობის იმით, რომ მისი ქვეყანა ცენტრალურ აზიაში პირველია, რომელიც ასეთი შეღავათებით ისარგებლებს.


Facebook, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ ის პრინციპებზე მოგების გამო უარს ამბობს, ყაზახეთთან ყოველგვარი გარიგების ფაქტი უარყო.


„ჩვენ კონტენტის ზედამხედველობის გააზრებული და ერთიანი პროცედურები გვაქვს,რომლებიც არც ერთ მთავრობაზე არაა დამოკიდებული, და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ყაზახეთში ეს პროცესი ისეთივეა, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“- განაცხადა სოციალური ქსელის წარმომადგენელმა ბენ მაკკონაგი.


19-მილიონიან ყაზახეთში Facebook-ის და Instagram-ის მთავარი კონკურენტია რუსული ВКонтакте, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ 2014 წლიდან სრულად კონტროლდება.


ყაზახეთის ხელისუფლება რუს კოლეგებს ბაძავს და უცხოურ სოციალურ ქსელებზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებისთვის სპეციალურ კანონზე მუშაობს. ოფიციალური ასტანა, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, ცდილობს საპროტესტო გამოსვლები თავიდან აიცილოს.



კრემლი ადანაშაულებს ცენტრალურ აზიაში პოპულარულ სოციალურ ქსელებს იმაში, რომ ის წარმოადგენენ ინსტრუმენტს, რომელსაც ამერიკა რეგიონში ხელისუფლებების შეცვლისთვის იყენებს.
მოსკოვი სოციალურ ქსელებს დაბლოკვით ემუქრება, აჯარიმებს და მათ, (მაგალითად, YouTube-ს და Twitter-ის) გამტარუნარიანობას ზღუდავს. კრემლი ცდილობს საკუთარ მოსახლეობაში ადგილობრივი პლატფორმების, მაგალითად Rutube-ის პოპულარიზებას, თუმცა, მათი შესაძლებლობები YouTube-ზე გაცილებით მცირეა. პუტინის გუნდს ყველაფრის აწონ-დაწონვა მოუწევს - თუ ის YouTube-ის დაბლოკვას შეეცდება წინააღმდეგობა ძალიან დიდი იქნება.


კიდევ ერთმა შუააზიურმა დესპოტიამ, უზბეკეთმა, 3 ნოემბერს Telegram, Facebook და YouTube დაბლოკა, თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა მეორე დღეს, სავარაუდოდ, საერთაშორისო აღშფოთების ფონზე, პოზიცია შეიცვალა. მან დაითხოვა მაღალჩინოსნები, რომლებმაც ინტერნეტ-პლატფორმები დაბლოკეს, და სამივე ისევ ამუშავდა.


დღეს ამერიკულ ინტერნეტ-გიგანტებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ორი განსხვავებული სტრატეგია აქვთ, Twitter და LinkedIn თავიანთი მონაცემების ლოკალიზებაზე უარს ამბობენ და სახელმწიფოების ბრძანებებს არ ასრულებენ. განსხვავებული მიდგომა აქვთ Facebook და YouTube, რომლებიც მთავრობის დიქტატს ზოგჯერ ემორჩილებიან.

მაგალითად, სექტემბერში, რუსეთის პარლამენტის არჩევნების წინ, Facebook-მა, YouTube-მა და Telegram-მა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პროფილი დაბლოკეს.


ყაზახეთში და თურქმენეთში ოპოზიცია მათ ხელისუფლების მითითებების შესრულებაში და მათ გვერდების დაბლოკვაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ცენზურა სხვადასხვა საბაბით ინიღბება, ისეთებით, როგორც „საავტორო უფლებების დარღვევა“ ან „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა“. შესაძლოა ეს ნებსით, ან უნებლიედ ხდებოდეს, თუმცა ეს თამაშის წესები ჯერ საკმაოდ მისაღებია პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმებისთვის.


წყარო: Le Monde: 

ავტორი: თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up