ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი: მომსახურების ფასები ბაზარზე არსებულ ტარიფებზე მაღალი არ იქნება

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი: მომსახურების ფასები ბაზარზე არსებულ ტარიფებზე მაღალი არ იქნება

access_time2021-10-25 16:00:18

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მომსახურების ფასები ქართული ბაზრის შესწავლის შედეგად განისაზღვრა და ეს არ იქნება საქართველოში არსებულ ტარიფებზე მაღალი. ამასთან, კლინიკაში საქართველოში მომუშავე საუკეთესო სპეციალისტები მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩნენ. ამის შესახებ ახალგახსნილი კლინიკიდან jandacva.ge-ს აცნობეს.



როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათთან 200 საწოლია, საიდანაც 183 ქირურგიულია, დანარჩენი კი რეანიმაციის. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეტანილი აქვთ განაცხადი ლიცენზიის მისაღებად კოვიდ-პაციენტების მართვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ამბულატორიული სერვისებია ხელმისაწვდომი, სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ კი ჰოსპიტალური ნაწილიც ამოქმედდება.



რაც შეეხება სერვისებს, ამბულატორიულ ნაწილში უკვე შესაძლებელია ისეთი მომსახურებების მიღება, როგორიცაა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევები, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევები, ექოსკოპია, ულტრასონოგრაფიული კვლევები და ა.შ.



კლინიკას მოლაპარაკებები აქვს სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მათი პროვაიდერი გახდეს.



კლინიკაში განსაკუთრებულ აქცენტს ინფექციების მართვაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ კუთხით უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებენ, რაშიც განსაკუთრებულ როლს სავენტილაციო სისტემები ასრულებს. ჰოსპიტალში ამბობენ, რომ კლინიკებში ინფექციების კონტროლი საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მათთან აღნიშნული საფრთხე მინიმუმამდე იქნება შემცირებული.




ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა, წინა კვირაში გაიხსნა.



„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული.



პროექტის საერთო ღირებულება და შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.



ინვესტიციის დიდი ნაწილი – დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.



ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, თუმცა იგეგმება მათი 700-მდე გაზრდა. გარდა ამისა, კლინიკა მოემსახურება არა მარტო ადგილობრივ პაციენტებს, არამედ მზად არის რეგიონის პაციენტებსაც.



დაწესებულება გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას. კლინიკა უშანგი ჩხეიძის ქ.17-შია განთავსებული.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up