ამერიკული ბიზნესი საქართველოში

ამერიკული ბიზნესი საქართველოში

access_time2017-01-15 12:00:25

ამერიკელი ინვესტორები ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინვესტორები იყვნენ, ვინც კი 90-იანების დასაწყისიდან ამავე წლების შუა პერიოდამდე საქართველოში კაპიტალდაბანდებას მოჰკიდა ხელი. ამის საილუსტრაციოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის მაგალითს მოვიყვან, რომელმაც ღვინის ქარხანაში განახორციელა ინვესტიცია, და კიდევ AES-საც ვახსენებ - გიგანტურ ამერიკულ ენერგოკომპანიას, რომელმაც თბილისში ენერგომომარაგების პრივატიზება მოახდინა და დაახლოებით $300 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

 

უფრო წვრილ ამერიკულ ინვესტიციებსაც ჰქონდა ამ პერიოდში ადგილი, რისი მაგალითიც ბეტსი ჰასკელის მიერ დაფუძნებული Betsy's Hotel-ია, რომელიც 90-იანების ტურბულენტურ ოკეანეში დასავლეთისა და სიმშვიდის პატარა კუნძულად მოგვევლინა.

 

იმ დროს ბიზნესკლიმატი გამოწვევებით იყო გაჟღენთილი და ინვესტორები სხვადასხვა პრობლემას აწყდებოდნენ - კრიმინალით დაწყებული, საგადასახადო ჩინოვნიკების მხრიდან შევიწროებით ან არასაიმედო ადგილობრივი პარტნიორების ღალატით დამთავრებული.

 

აშშ-ის საელჩო ძალიან მოკრძალებული ოდენობის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც, უმეტესწილად, ამერიკული ბიზნესების წინაშე მდგარ პრობლემებთან გამკლავებით იყვნენ დაკავებულნი.

 

1998 წელს საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი, კენ იალოვიცი ჩამოვიდა.

 

კენი პრაგმატული იყო, რაციონალური და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი; აცნობიერებდა იმ წნეხს, რომლის ქვეშაც ჩინოვნიკებს უცხოელი ინვესტორები ჰყავდათ მოქცეული და ისიც ძალიან კარგად ესმოდა, რომ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის ერთადერთი გზა მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები იყო, ამისათვის კი უცხოელი ბიზნესმენებისთვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო აუცილებელი.

 

ქართველ ბიზნესმენებს პრობლემების მოგვარების თავისებური მეთოდები ჰქონდათ: გადაწყვეტილებების მიმღებებთან ურთიერთობისას თავიანთ პირად ან ოჯახურ კავშირებს იყენებდნენ. მაგრამ უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ მსგავსი რესურსები; მათ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ: ან ქართველ ბიზნესმენებთან პარტნიორობა უნდა დაეწყოთ ამასთან დაკავშირებული ყველა რისკის ფასად, ან თავად ემართათ თავიანთი ბიზნესი და კრიმინალური სამყაროსაგან - რეკეტი, მოგვიანებით კი ქვეყნიდან გაძევება ეწვნიათ.

 

მას მერე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ადგილობრივ პარტნიორთა მიერ გამოძალული უცხოური ბიზნესების ჩამონათვალი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, საქართველოს კი ძალიან ცუდი რეპუტაცია მოეპოვებინა უცხოელ ინვესტორთა წრეებში.

 

ცხადია, რამდენიმე წარმატებული პარტნიორობაც შემდგარა უცხოელებსა და ადგილობრივებს შორის, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისს წარმოადგენდა.

 

ელჩ იალოვიცს კარგად მოეხსენებოდა იმ პრობლემების შესახებ, რასაც ჩემივე კომპანია გადააწყდა მთავრობისგან იმავე წლის აპრილში, და ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა, უცხოელი ინვესტორებისთვის გარკვეული იარაღი მიეცა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისას თავიანთი ინტერესები დაეცვათ.

 


აშშ-ის საელჩო, თვეში ერთხელ, საელჩოში ბიზნესშეხვედრებს მართავდა, რომელთაც საქართველოში მომუშავე ამერიკელი ბიზნესმენები და კომპანიები ესწრებოდნენ. ამ დისკუსიების დროს განიხილებოდა ბიზნესის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემები, ეს კი საელჩოს თანამშრომლებს საშუალებას აძლევდა, უკეთ გაეგოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში.

 

საელჩოში 1998 წლის სექტემბრის შეხვედრას დავესწარი და როცა დისკუსია დასრულდა, ელჩმა იალოვიცმა თავის კაბინეტში მიმიპატიჟა.

 

- ფადი, ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაგელაპარაკო. თვალი მივადევნე შენს პრობლემებს და, სამწუხაროდ, მხოლოდ შენ არ ხარ ასეთ დღეში. საელჩო ყოველდღიურად შუამდგომლობს ამ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც აქ რამდენიმე ამერიკელ ინვესტორს ექმნება. ერთი იდეა მაქვს და მინდა, გავიგო, რას ფიქრობ. რატომ არ ჩამოაყალიბებ საქართველოში ამერიკულ სავაჭრო პალატას (AmCham)? ქვეყანაში, სადღაც 30 ან 40 ამერიკული ბიზნესი ოპერირებს და AmCham-ი თუ გვექნება, საელჩოსთან ერთად, კიდევ ერთი ხმა გაჩნდება, რომელიც ამერიკული ბიზნესების ლობირებას და მათი ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს.

 

- შესანიშნავი აზრია, ელჩო. მჯერა, რომ AmCham-ი საქართველოს უაღრესად სჭირდება და არა მხოლოდ ამერიკული ბიზნესების გამო, არამედ ყველა იმ უცხოელი ბიზნესმენისთვის, ვინც ამ ქვეყანაში მუშაობს.

 

- მშვენიერი. მაშინ, შეუდექი მუშაობას! მე ლი დიურლენდს, Absolute Bank-ის პრეზიდენტს, დაველაპარაკები და ვთხოვ, დაგიკავშირდეს.

 

AmCham-ი 1998 წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი იყო, დაეცვა თავისი წევრები შევიწროებისა და უკანონო ქმედებებისგან და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ცდილიყო. პირველი გენერალური ასამბლეა 1999 წლის თებერვალში, Sheraton Metechi Palace-ში გაიმართა, სადაც პრეზიდენტად ამირჩიეს და მერგო პატივი, ეს ფუნქცია ზედიზედ რვა წლის განმავლობაში შემესრულებინა.

 

2003 წელს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სააკაშვილის ადმინისტრაცია კრიმინალისა და კორუფციის ალაგმვაზე კონცენტრირდა და საქართველომაც, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების რეიტინგებში მეტად სწრაფი ტემპებით დაიწყო დაწინაურება. როგორც იქნა, საქართველო აღარ იყო კრიმინალთა თავშესაფარი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორთათვის ინტერესის ცენტრალურ ობიექტად იქცა.

 

მართალია, ბიზნესკლიმატი საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესი მაინც რჩებოდა, ამა თუ იმ მიზეზით, ზეწოლის სამიზნედ, ზეწოლა კი, უმეტესად, საგადასახადო ჩინოვნიკების ხელით ხორციელდებოდა.

 

ასეთი შემთხვევები დღესაც კი ხდება. სხვათა შორის, უკვე ერთი-ორი წელია, წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული ინვესტიცია, რაც კი ოდესმე საქართველოში შემოსულა - დაუსაბუთებელი შევიწროების მსხვერპლია შემოსავლების სამსახურის მხრიდან; ჭორების თანახმად, ამის მიზეზი გახლავთ „ვიღაც", ვისაც უნდა, რომ ეს ბიზნესი ჩაიგდოს ხელში.

 

რასაკვირველია, ასეთი შემთხვევები უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ მაინც ჩრდილს აყენებს ბიზნეს-კლიმატს.

 

საკუთარ აქტივობებსა და გაფართოების გეგმებთან დაკავშირებული პროგნოზების გაკეთების მიზნით, ბიზნესებს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა და გამჭვირვალობა სჭირდებათ.

 

საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ფრთხილი შეფასებისა და კერძო სექტორთან სრულყოფილი დისკუსიების შემდეგ უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, ამ ცვლილებების შესახებ ბევრად ადრე უნდა მოხდეს განცხადებების გაკეთება, სანამ მათ გატარებას დაიწყებდნენ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მშპ წელიწადში, საშუალოდ, 3%-ით იზრდება, საქართველოს 25 წელი დასჭირდება, თურქეთისა და რუმინეთის ამჟამინდელ მშპ-ს რომ მიაღწიოს, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნების ამჟამინდელ მშპ-მდე მისაღწევად 50 წელი იქნება საჭირო.

 

აქედან გამომდინარე, ყოველი ახალი საკანონმდებლო ცვლილება უნდა აიწონ-დაიწონოს იმ გავლენასთან მიმართებით, რაც მას მშპ-ის ზრდაზე შეიძლება, ჰქონდეს, და ამაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მისი მიღება ან უგულებელყოფა. საქართველო ორნიშნულიან ეკონომიკურ ზრდაზე უნდა ფოკუსირდეს. ამაზე ნაკლები ქვეყანას ათწლეულების მანძილზე სიღარიბეს უქადის.

 

2015 წლის დეკემბერში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ საქართველოს ბიზნესსაზოგადოებაში ოპტიმიზმის ახალი ტალღა გააჩინა; თუ ზოგიერთ ბიზნესსა და ინვესტორს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რაღაცებში ეჭვი ეპარებოდათ, ახლა ბიზნესსაზოგადოების მხრიდან მართლა იგრძნობა სრული პასუხისმგებლობა და სურვილი, გაფართოების გეგმები სისრულეში მოიყვანონ.

 

პრემიერ კვირიკაშვილს ბოლომდე ესმის ბიზნესი და ბიზნესსაზოგადოების უპირობო ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. მისი კარი ყველასათვის ღიაა და ის ყურადღებით ეკიდება ნებისმიერ წინადადებას, რამაც ბიზნესი წინ შეიძლება, წასწიოს.

 

ქვეყნის მომავალს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. სხვათა შორის, უკვე წლებია, ასე ოპტიმისტურად განწყობილი არ მახსოვს საკუთარი თავი. ჩემი პროგნოზით, საქართველოს ბიზნესის ოქროს ხანა სწორედ ახლა იწყება.


ავტორი: forbes.ge




The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up