აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყნის 10 უმსხვილესი ავიაკომპანიის დასახმარებლად 25 მილიარდი დოლარი გამოყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დახმარების პაკეტის მიზანი ავიაკომპანიების გაკოტრებისგან დაცვაა. დახმარებას American Airlines-ი, United-ი, Delta, Southwest-ი და სხვა კომპანიები მიიღებენ. გარკვეული დროის შემდეგ მათ თანხის 30%-ის სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოუწევთ.
imedinews.ge