ამერიკის ყველაზე მდიდარი IT-მილიარდერები - Forbes-ის ტოპ-10

ამერიკის ყველაზე მდიდარი IT-მილიარდერები - Forbes-ის ტოპ-10

access_time2021-10-12 20:00:36

1. ჯეფ ბეზოსი. ქონება - $201 მლრდ (2020-ში - 179 მლრდ.),  სიმდიდრის წყარო: Amazon.

 

 

2021 წლის ივლისში Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და სხვა პროექტებზე - კერძოდ, აეროკოსმოსურ კომპანია Blue Origin-ზე გადაერთო.

 

 

ამ კომპანიის მიერ აგებული რაკეტით ბეზოსმა დედამიწის ორბიტაზე პირველად 2021 წლის ივლისში იმოგზაურა.

 

 

ის ასევე ფლობს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 10 მლრდ. დოლარადაა შეფასებული.

 

 

2. მარკ ცუკერბერგი. ქონება - 134,5 მლრდ. დოლარი (2020-ში - 85 მლრდ.), სიმდიდრის წყარო - Facebook.

 

 

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მხრიდან Facebook-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი ანტიმონოპოლური საჩივრის მიუხედავად, 2021 წლის ივნისში სოციალური ქსელის ღირებულებამ 1 ტრლნ. დოლარს მიაღწია.

 

 

ამის შემდეგ ცუკერბერგმა მილიარდერთა რეიტინგში პირველად გაუსწრო ბილ გეითსს - მისი კაპიტალი Microsoft-ის დამაარსებლის ქონებას 500 მლნ. დოლარით აღემატება.

 

 

ცუკერბერგს „ჩუქების ფიცი“ აქვს მიცემული, რომელიც გულისხმობს დაგროვილი ქონების 99%-ს სოციალურ პროექტებს ან ქველმოქმედებას მოახმარს. ამ დროისთვის მისი და მისი მეუღლის პრისცილა ჩანის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა Chan Zuckerberg Initiativ-მა ქველმოქმედებაზე 3,1 მლრდ. დოლარი დახარჯა.

 

 

 

3.ბილ გეითსი. ქონება - 134 მლრდ. დოლარი (2020-ში 111 მლრდ.), სიმდიდრის წყარო - Microsoft.

 

 

ბილ და მელინდა გეითსების გაშორება ისტორიაში სიძვირით მეორე გახდა, ჯეფ ბეზოსის და მაკენზი სკოტის გაყრის შემდეგ. შედეგად, გეითსმა მეუღლეს 5,6 მლრდ. დოლარის აქციები გადასცა, და ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეორიდან მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა.

 

 

 

4. ლარი პეიჯი, ქონება 123 მლრდ. დოლარი (2020-ში - 67,5 მლრდ.), სიმდიდრის წყარო - Google.

 

 

2 წლის წინ ლარი პეიჯი კომპანიის მართვას ჩამოშორდა, თუმცა, Google-ის თანადამაარსებელ სერგეი ბრინთან ერთად კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობენ.


 

 

ამ დროისთვის მილიარდერი ცხოვრობს ვილაში კუნძულ ფიჯიზე და კომპანიის დირექტორთა საბჭოს მუშაობის კონტროლს დისტანციურად აგრძელებს.

 

 

 

5. სერგეი ბრინი. ქონება 118,5 მლრდ. დოლარი (2020-ში - 65,7 მლრდ.), სიმდიდრის წყარო - Google.

 

ისევე, როგორც ლარი პეიჯი, ბრინიც კომპანიის უშუალო მართვაში არ მონაწილეობს, და ძირითადად ქველმოქმედებითაა დაკავებული - მისმა ფონდმა Sergey Brin Family Foundation-მა პანდემიით დაზარალებულებისთვის 104 მლნ. დოლარი გაიღო.

 

 

 

6. ლარი ელისონი. ქონება 117,3 მლრდ. დოლარი (2020-ში - 72 მლრდ.), სიმდიდრის წყარო - Oracle.

 

 

მილიარდერი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის აღჭურვილობის წარმოებით გამდიდრდა, მეგობრობს დონალდ ტრამპთან, აფინანსებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეტანიაჰუს დასვენებას ჰავაის კუნძულებზე და ზოგადად ცნობილია საეჭვო კავშირებით.

 

 

აღსანიშნავია, რომ მილიარდერი დაბარებულია ისრაელის სასამართლოში, სადაც მას კორუფციაში ბრალდებული ნეტანიაჰუს საქმეზე ჩვენებების მიცემა მოუწევს.

 

 

ამის მიუხედავად, 2021 წელს Oracle-ის აქციები რეკორდულად გაძვირდა, თავად ელისონი კი 52,8 მლრდ.-ით გამდიდრდა.

 

 

 

7. სტივ ბალმერი - ქონება - 96,5 მლრდ. დოლარი (2020-ში 69 მლრდ.), სიმდიდრის წყარო - Microsoft.

 

 

2000-2014 წლებში ბალმერი Microsoft-ის გენერალური დირექტორი იყო, პოსტის დატოვების შემდეგ შეიძინა საკალათბურთო კლუბი “Los-angeles clippers”, რომლის ღირებულებაც 1 მლრდ. დოლარი შეადგინა.

 

 

 

8. მაკენზი სკოტი. ქონება - 58,5 მლრდ. დოლარი (2020 წელს 57 მლრდ.), სიმდიდრის წყარო: Amazon.

 

 

მისი ქონების ძირითადი ნაწილია ყოფილი მეუღლის, ჯეფ ბეზოსის მიერ განქორწინების შემდეგ გადაცემული Amazon-ის წილის 25%.

 

 

ამჟამად მაკენზი სკოტი ძირითადად ქველმოქმედებითაა დაკავებული - მან 780 საქველმოქმედო ორგანიზაციის სასარგებლოდ 8,6 მლრდ. დოლარი გაიღო.

 

 

 

9. მაიკლ დელი. ქონება - 50,1 მლრდ. დოლარი (2020 წელს 35,6 მლრდ.), სიმდიდრის წყარო: Dell

 

 

2013 წელს კომპიუტერების მწარმოებლის ღირებულება საკმაოდ დაბალი იყო, რის გამოც მისმა დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა მაიკლ დელმა კომპანიის 25 მლრდ. დოლარის აქციები შეიძინა.

 

 

ეს გადაწყვეტილება მაღალრისკიანად ითვლებოდა, თუმცა, მან საბოლოო ჯამში გაამართლა. დღეს Dell კომპიუტერების და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია მსოფლიოში.

 

 

 

10. პიერ ომიდიარი. ქონება - 25,3 მლრდ. დოლარი (2020 წელს 17,2 მლრდ.), სიმდიდრის წყარო: eBay.

 

 

1995 წელს პიერ ომიდიარმა შექმნა პირველი ინტერნეტ-აუქციონი eBay, რომლის ღირებულებაც დღეს 40 მლრდ. დოლარს შეადგენს.

 

 

ის ასევე გზავნილების სისტემა PayPal-ის გენერალური დირექტორიც იყო, რა დროსაც კომპანიის ღირებულებამ 300 მლრდ. დოლარი შეადგინა.

 

 

ამ დროისთვის ის eBay-ს მართვას ჩამოსცილდა, თუმცა, მსხვილ აქციონერად რჩება. მისი ძირითადი საქმიანობაა ქველმოქმედება.

 

 

forbes.ru


თეგები:
IT



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up