ამერიკის ხმა: უხანის მოსახლეობა ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა

ამერიკის ხმა: უხანის მოსახლეობა ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა

access_time2020-04-03 20:30:00

კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრად ქცეული ქალაქ უხანის ხელისუფლებამ გააუქმა 2 თვის მანძილზე მოქმედი კარანტინი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებს ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკას.ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, ეპიდემიას უხანში 2500 ადამიანი ემსხვერპლა.


კვირის დასაწყისიდან ხელისუფლებამ დაიწყო გარდაცვლილი ადამიანების ფერფლის გადაცემა ნათესავებისთვის - საშუალოდ დღეში 500 ყუთი.თუმცა, არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ კორონავირუსგან გარდაიცვალა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ამას ოფიციალური პეკინი ამბობს.


„ეს შეუძლებელია. კრემატორიუმები მუშაობდა 24 საათი დღე-ღამეში. მაშინ როგორ გარდაიცვალა ასე ცოტა ადამიანი?“ - სვამს კითხვას უხანის მაცხოვრებელი სახელად ჩჟანი.


მიცვალებულთა ფერფლის დარიგება და რიტუალების შესრულება ორშაბათს დაიწყო. ამ საქმით დაკავებულია ქალაქის 7 უმსხვილესი დამკრძალავი ბიურო. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ისინი ნათესავებს არა 500-ს, არამდე 3500 ყუთს ურიგებენ.


ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს პროცესი 5 აპრილს დასრულდება. თუ ყველაფერი ასეთი ტემპებით გაგრძელდა, ოჯახებს 42 000 დაღუპული ადამიანის ფერფლი გადაეცემა.



გარდაცვლილთა რაოდენობის შეფასება შესაძლებელია კრემატორიუმების ფუნქციონირების რეჟიმის მიხედვითაც. უხანში მოქმედებს 84 ღუმელი, 1 ადამიანის კრემაციას სჭირდება 1 საათი, ქალაქის ყველა ობიექტს შეუძლია დღე-ღამეში 1560 ადამიანის კრემეაცია მაოხდინოს.


იმის გათვალისწინებით რომ ყველა კრემატორიუმი მუშაობდა 24 საათი დღე-ღამეში, სავარაუდოდ, დაღუპულთა რეალური რაოდენობა 40 000-ს აღემატება.


ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო ამტკიცებს, რომ უხანში ბევრი ადამიანი გარდაიცვალა სახლში და ამიტომ ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ მოხვდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ 1 თვის მანძილზე უხანში მოხდა 28 000 კრემაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სოციალურ ქსელებში გაჟღერებული ციფრი რეალობასთან ახლოსაა.


უხანში მცხოვრები ჩენ იაოჰუეის თქმით, ქალაქის ხელისუფლება ურიგებს დაღუპულთა ოჯახებს 400 დოლარს - ოფიციალურად დასაფლებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რეალურად კი - დუმილის სანაცვლოდ.


მისი თქმით, ქალაქში აშკარად ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს სამგლოვიარო ცერემონიებს, ეს ასევე ბადებს ეჭვებს გარდაცვლილთა რაოდენობის თაობაზე.


წყარო:golos-ameriki.ru



თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up