ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი: თბილისის მუნიციპალიტეტი კარგი მაგალითია ბიუროკრატიის შემცირების კუთხით

ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი: თბილისის მუნიციპალიტეტი კარგი მაგალითია ბიუროკრატიის შემცირების კუთხით

person access_time2016-03-01 17:31:54

„ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო. დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსესუსს საზოგადოებასა და ბიზნეს საზოგადოების წევრებს შორის. “- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.


„ჩვენი მიზანია საქართველოს განვითარება და მისი ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება, რომელსაც გააჩნია ევროპული კანონები და რეგულაციები, ნაკლები ბიუროკრატია, მომგებიანი გეოგრაფიული მდგომარეობა და დაბალი ფასები ენერგო რესურსებზე,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

მისივე განმარტებით ხელისუფლება მუშაობს ოთხ პუნქტიანი რეფორმის გეგმაზე. საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა და მოიწონა მოგების გადასახადების გაუქმების ინიციატივა. უფრო კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, ამაზე შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სარა უილიამსონმა „ბიზნეს კონტაქტთან “ ისაუბრა. 

 

- მთავარი საკითხი პრემიერის გამოსვლაში, არის ის რომ მთავრობამ შექმნას ევროპული ტიპის ქვეყანა, ევროპული წესები და რეგულაციები. კონკრეტულად რა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და სავაჭრო პალატას შორის? 


– მოგახსენებთ, რომ ეს იყო პრემიერ მინისტრთან შეთანხმების მთავარი სულისკვეთება, გაგვაცნო მისი გეგმა და ვთვლი, რომ დასაწყისში მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემის რეფორმის საკითხი. ასევე ვისაუბრეთ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საგადასახადო ადმინისტრირება, ფინანსური სამსახური, როგორ უნდა მუშაობდეს შემოსავლების სამსახური. გავაანალიზეთ შეცდომები, ვისაუბრეთ საგანმანათლებლო რეფორმაზე. ჩვენს პალატას 200 წევრი კომპანია ყავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ძალიან ბევრი მონაწილეობს საგანმანათლებლო სფეროში.


- როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ოთხ პუნქტიან გეგმაზე მუშაობს. თქვენი აზრით ეს ესტონური გეგმა როგორი იქნება საქართველოსთვის და რამდენად ეფექტურია მსოფლიოს მასშტაბით? 


– ესტონეთში საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს ეს გეგმა. საქართველოში რა თქმა უნდა, უნდა ამაღლდეს დასაქმების მაჩვენებელი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინება და გაიზარდოს ინვესტორებისთვის მიმზიდველობა. ეს საკმაოდ ეფექტური იდეა გახლავთ. რა თქმა უნდა ჩვენ გაგვაჩნია შეშფოთების რამდენიმე მომენტი, ვინაიდან შუა წელში მისი განხორციელება შეიძლება გართულდეს. ჩვენ ვესაუბრებით პრემიერს, ინვესტორთა საბჭოს და ვაანალიზებთ გზებს აღნიშნული იდეის უკეთესად განსახორციელებლად. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული საკითხი ადმინისტრირების ტვირთს შეუმსუბუქებს, როგორც გადამხდელებს ასევე საშემოსავლო სამსახური ინსპექტორებს. ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ 2017 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.



- მინდა პრობლემურ საკითხებზე გკითხოთ, რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი, როგორც წესი ბიუროკრატია წარმოადგენს ხოლმე პრობლემას. რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ ბიუროკრატიის წინააღმდეგ? 


– ყველაზე მთავარი რაც მთავრობამ ბიუროკრატიის წინააღმდეგ შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ უფრო მეტ ადამიანს ქონდეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ამაზე არა მარტო საქართველომ, ყველა ქვეყანამ უნდა იფიქროს და იმუშაოს. აღნიშნულ თემაზე პრემიერმაც ისაუბრა და იგეგმება შესაბამისი ნაბიჯები. 


- თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ნაბიჯებია საჭირო? 


– საქართველოში ძალიან ადვილი ბიზნესის დაწყება, აქ უკვე ბიუროკრატიული ბარიერები მოხსნილია. ის, რომ გადასახადების რაოდენობა მცირეა, ბიუროკრატიის შეფერხებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ, ჩემი აზრით თბილისის მუნიციპალიტეტი საკმაოდ კარგი მაგალითი გახლავთ ბიუროკრატიის შემცირების კუთხით. 


- თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან. საქართველოს ინდუსტრიულ ზონაში - ქუთაისში უკვე 10 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა. რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს?

 

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ უმნიშვნელოვანესი გახლავთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან, რომელიც შემდგომში უფრო გამოაცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას. იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, უნდა დავუბრუნდეთ განათლებას, პროფესიული განათლების თემა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საქართველოში ძალიან ძვირი გახლავთ მაღალკვალიფიციური შრომა, მაღალია მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა, თუმცა კვალიფიციური მუშახელის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. მე მახსოვს ჩემი ქვეყნის გამოცდილება, უზარმაზარი შრომა ჩაიდო იმაში, რომ ადამიანებს გაევლოთ ტრენინგი და აემაღლებინათ კვალიფიკაცია. სხვა დანარჩენი გულისხმობს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც ხაზი გაესვა. ეს გახლავთ: ანგარიშების გაყინვა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მოხარულები ვართ, რომ პრემიერის განცხადებით ეს პრობლემა გვარდება და ჩვენც ვაკვირდებით ამას. ასევე პრობლემებია სასამართლო სისტემაში, მე ვიცი რომ არსებობს სასამართლო რეფორმა, რომელიც პარლამენტში გადის საკომიტეტო განხილვებს.


- ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობისთვის, საქართველოს გადადგმული ნაბიჯები საკმარისია? 


- ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველთვის მისვამენ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და ცოტა მაღიზიანებს ჩემი ქვეყნის პოზიცია, იმიტომ რომ არ აკეთებს ყველაფერს ამ მიმართულებით. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის სავაჭრო სტრუქტურები ფოკუსირებულნი არიან ევროკავშირის ქვეყნებზე, ზოგჯერ ალბათ საქართველოს ყურადღებას აკლებენ. თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით საქართველო სარგებელს ამერიკა-ევროპის სავაჭრო ურთიერთობიდანაც მიიღებს. 


- რა არის თქვენი ძირითადი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდისადმი, რათა მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც კერძო სექტორშია? 


- მე არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და პრობლემები არ არის. ჩვენ უნდა მივცეთ პრემიერს დრო და საშუალება ამ საკითხებზე მუშაობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი აღიარებს პრობლემების არსებობას და იღებს ზომებს მათ მოსაგვარებლად. ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლავთ გამჭვირვალება, ჩართულობა, საგადასახადო და სასამართლო სისტემები.



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up