ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი - ძალიან მოგვწონს, რაც საქართველოში კოვიდზე რეაგირების ფარგლებში ხდება

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი - ძალიან მოგვწონს, რაც საქართველოში კოვიდზე რეაგირების ფარგლებში ხდება

access_time2020-10-24 18:45:12

მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ ჩვენი სათქმელი.ჩვენი პრობლემების უმრავლესობა განხილული იქნა დღევანდელ შეხვედრაზე, ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ სათქმელი, განსაკუთრებით სასიხარულოა ის საკითხები, რომლებზეც საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რაც ოდესმე გვქონია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილმა, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, მისასალმებელია, რაც ამჟამად რეაგირების ფარგლებში ხდება.



„ჩვენი პრობლემების უმრავლესობა განხილული იქნა დღევანდელ შეხვედრაზე. ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ სათქმელი. განსაკუთრებით სასიხარულოა ის საკითხები, რომლებზეც საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რაც ოდესმე გვქონია. პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში. ბევრი სასტუმრო და რესტორანია დაზარალებული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგადასახადო საკითხებს. ძალიან კარგი საუბარი შედგა. ძალიან მოგვწონს, რაც რეაგირების ფარგლებში ხდება ამჟამად. ჩვენი ბევრი წევრი საქმიანობს სამშენებლო სექტორში. ბანკებს სხვა პროფილის პრობლემები აქვთ.


ახალი კორონავირუსი საშინელებაა! აქაც და გლობალურად! შეერთებულ შტატებშიც რთული მდგომარეობაა. ეს საკითხი ყველა ჩვენგანს შეეხო და ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა. ამას ვამბობ იმ ადამიანთა გასაგონად, ვინც ტელევიზიით გვისმენს. პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია და ეს ნამდვილად ცვლის სიტუაციას. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა ეს იციან და ამ მოთხოვნებს იცავენ თავიანთ საწარმოებში. ყველას მოვუწოდებ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს, რათა რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი ამ განსაცდელს", - განაცხადა მაიკლ ქოუგლიმ.






საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up