ამერიკის სამედიცინო ასოციაცია: შაქრის ინდუსტრიამ ჰარვარდის მეცნიერები მოისყიდა

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია: შაქრის ინდუსტრიამ ჰარვარდის მეცნიერები მოისყიდა

access_time2016-09-17 10:10:10

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში შინაგანი მედიცინის შესახებ (JAMA Internal Medicine) გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სკანდალურ ინფორმაციას შეიცავს. სტატიის მიხედვით, გასული საუკუნის 60-იან წლებში შაქრის ინდუსტრიამ დაუკვეთა კვლევა, რომელიც შაქრისგან გამომწვევ რისკებს ამცირებდა და მთავარ „ბრალს" ცხიმებს სდებდა. როგორც სტატიაში ირკვევა, აღნიშნული მიდგომა დღესაც აქტუალურია.

 

 


გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, დაკვეთილი კვლევა ჰარვარდის მეცნიერებმა ჩაატარეს, რომელიც 1967 წელს New England Journal of Medicine -ში გამოქვეყნდა. მათ მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მანამდე ჩატარებულ კვლევები, სადაც შაქარი სხვადასხვა პრობლემების გამომწვევე მიზეზად იყო დასახელებული, გარკვეულ პრობლემებს შეიცავდა. კვლევა იძლეოდა რეკომენდაციას, რომ ისეთი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, როგორიცაა მაგალითად გულის იშემიური დაავადება (დედამიწაზე სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი), საჭირო იყო კვების რაციონიდან ცხიმების და არა შაქრის ამოღება/შემცირება.

 

 


„შაქრის ინდუსტრიამ ძალიან ჭკვიანური მეთოდი გამოიყენა - მიმომხილველი სტატიები, რომლებიც ავტორიტეტულ ჟურნალში ხვდება, დიდი გავლენის მატარებელია," აღნიშნავს New York Times-თან საუბრისას სტატიის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი სტენტონ გლენცი. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ კვლევაში ჩართული ადამიანების გამოკითხვა დღეს უკვე ვეღარ მოხერხდება, რადგან ისინი ცოცხლები აღარ არიან.

 

 


„შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ კომპანიები კვლევებს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციისათვის სპეციალურად უკვეთავენ? დიახ და ეს მიდგომა დღესაც არსებობს. 2015 წელს New York Times-მა მოიპოვა მასალები, რომლის თანახმადაც Coca-Cola-ს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მკვლევარებთან, რომლებიც შაქრიან სასმელსა და გასუქებას შორის კორელაციას ამცირებდნენ. ახლახანს კი Associated Press-მა მოიპოვა E-mail-ები, სადაც ტკბილეულით ვაჭრობის ასოციაცია გავლენიან კვლევებს აფინანსებდა, რათა ეჩვენებინა, რომ ბავშვები, რომლებიც ბევრ ტკბილეულს მოიხმარდნენ, ჯანმრთელი სხეულის წონა ჰქონდათ," აღნიშნავს სტატიის ერთ-ერთი ავტორი, მარიონ ნესტლე.

 

 

 

 




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up