ამერიკის მორიგი შეტევა IT-გიგანტებზე

ამერიკის მორიგი შეტევა IT-გიგანტებზე

access_time2020-12-20 19:00:20

2021 წელს 9 უმსხვილესი ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანია ვალდებული იქნება ჩააბაროს აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიას ანგარიში მათ მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების და გადამუშავების თაობაზე.

 

რეგულატორის ყურადღების ცენტრში 9 კომპანიაა - Amazon, Facebook, Twitter, ByteDance (TikTok-ს მფლობელი), მესენჯერი  Discord, ახალი ამბების სოციალური ქსელი Reddit, მესენჯერები Snap და WhatsApp  და YouTube.

 

უწყების შეკითხვებზე პასუხების გასაცემად კომპანიებს 45 დღე ექნებათ.

 

შეკითხვები კი შემდეგია - როგორ აგროვებენ და ამუშავებენ ინფორმაციას კომპანიები? როგორც ადგენენ რომელი რეკლამა რომელ აუდიტორიას უნდა აჩვენონ, იყენებენ თუ არა ისინი სპეციალურ ალგორიტმებს პირადი ინფორმაციის გადასამუშავებლად? როგო მოქმედებს მათი საქმიანობა ბავშვებზე და მოზარდებზე?

 

IT-კომპანიები ახალ შეტევას ძირითადად მშვიდად შეხვდნენ - Twitter-ში განაცხადეს, რომ შეეცდებიან აუხსნან სახელმწიფოს მათი სერვისი როგორ მუშაობს, Reddit და  Discord-მა კი ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

 

დანარჩენი კომპანიები ან ეტაპზე ფედერალური სავაჭრო კომისიის მოთხოვნაზე კომენტარებისგან თავს იკავებენ.

 

რა აწუხებს რეგულატორს?

 

სოციალური ქსელები თანამედროვე მსოფლიოში ყოველდღიურ ნორმად იქცნენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილებები და ტექნოლოგიები დღემდე უცნობი რჩება საზოგადოებისთვის.

 


კრიტიკული კითხვები ბიზნეს-მოდელებზე, მუშაობის ალგორიტმებზე, მონაცემების გამოყენებაზე - დღემდე უპასუხოდ რჩება.

 

„ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით იმ კომპანიებზე, რომლებმაც ჩვენზე ყველაფერი იციან, და ეს სერიოზული პრობლემაა“ - ნათქვამია კომისიის მიმართვაში.

 

კომპანიები, რომლებიც სოციალურ ქსელებს და სტიმინგ-ვიდეო-პლათფორმებს ფლობენ და მართავენ, მომხმარებლებს მუდმივად უთვალთვალებენ, და მათ შესახებ ყველაფერი იციან.  

 

ფედერალური სავაჭრო კომისიის ინიციატივა არის მათი საქმიანობის სამართლებრივ და რეგულირებად ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა.

 

რითი ემუქრება ეს IT-გიგანტებს?

 

ინიციატივა დაუყოვნებლივ დაჯარიმებას არ გულისხმობს, თუმცა, მიღებული ინფორმაცია შესაძლოა ფედერალური სამსახურისთვის შემდგომი პრეტენზიების საფუძველი გახდეს - კომისიას კომპანიებისგან  ნებისმიერი ინფორმაციის მიღების და ბიზნესის წარმოების უსამართლო მეთოდების გამო სანქციების დაკისრების უფლება აქვს.

 

მიღებული ინფორმაცია შესაძლოა ახალი საჩივრის საფუძველი გახდეს, და მაშინ მრავალმილიარდიანი ჯარიმები გარდაუვალი იქნება.

 

ეს სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტ-გიგანტებზე შეტევის პირველი შემთხვევა არა  - სულ რამდენიმე დღის წინ 46 შტატის გენერალურმა პროკურორმა ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან ერთად სასამართლოში Facebook-ის წინაამღდეგ საჩივრები შეიტანეს - ისინი სოციალური ქსელისგან Instagram -ის და  WhatsApp-ს გაყიდვას მოითხოვენ.

 

გარდა ამისა 16 დეკემბერს 10 შტატის გენერალურმა პროკურორმა Google-ის და Facebook-ის წინაამღდეგ კოლექტიური საჩივრები შეიტანეს. ისინი IT-გიგანტებს სარეკლამო ბაზარზე მოგების მიღების მიზნით სისტემატურ გარიგებებში ადანაშაულებენ.

 

ეს მრავალრიცხოვანი პრეტენზიების და საჩივრების მხოლოდ მცირე ნაწილია. ბოლო წლებში სხვადასხვა ინსტანციების გადაწყვეტილებებით, როგორც შტატებში, ასევე ევროპაში, IT-გიგანტებს ათობით მილიარდი დოლარის ჯარიმების გადახდა მოუწიათ.

 

 

forbes.ru

 


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up