ამერიკის კონგრესი რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

ამერიკის კონგრესი რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

access_time2021-09-27 20:00:42

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყნის ყოველწლიური თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში შეტანილია 3 პუნქტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს.

 


კერძოდ, კონგრესმენმა ბრედ შერმანმა კოლეგებს შესწორება შესთავაზა, რომელიც რუსული სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვაზე შეზღუდვებს აფართოებს. ჯო ბაიდენმა აპრილში შემოიღო ამ კუთხით შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივი - ამერიკულ საფინანსო კომპანიებს რუსული სახელმწიფო ვალის პირველად ბაზარზე მუშაობა აეკრძალათ, თუმცა, მეორადზე შეუნარჩუნდათ.

 


შერმანის შესწორების მიღების შემთხვევაში ამერიკელ ინვესტორებს რუსული ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვა სრულად 2 თვეში, თავდაცვის ბიუჯეტის ძალაში შესვლის შემდეგ აეკრძალებათ.

 


დემოკრატი ტომ მალინოვსკის მიერ შეთავაზებული პუნქტი ე.წ. „ნავალნის სიის“ შედგენას გულისხმობს, რომელიც შესაძლებელს გახდის მათ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღებას - ისე, როგორს ეს „მაგნიმსკის სიის“ შემთხვევაში იყო.

 


სავარაუდოდ, ჩამონათვალში პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, კრემლის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ბიზნესმენები რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი, ტელეკომპანია RT-ს მთავარი რედაქტორი მაგრარიტა სიმონიანი და სხვები შევლენ.

 



მესამე შესწორება, რომელიც წარადგინა რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაგეგმარებასთან, მშენებლობასთან, და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას გულისხმობს.

 


რუსი ექსპერტების აზრით, არც ერთი შეთავაზებული ზომა რუსეთისთვის კრიტიკული არაა.

 


მაგალითად, „ნავალნის სია“ სანქციების შემოღებას როგორც ასეთს არ ითვალისწინებს, ის მხოლოდ განსაზღვრავს პირთა იმ წრეს, რომლის წინააღმდეგ შესაძლებელი იქნება პერსონალური შეზღუდვების შემოღება. ასეთი ტიპის არაერთი სია არსებობს, თუმცა, მათი ფიგურანტების მიმართ ხშირ შემთხვევაში არანაირი ზომები მიღებული აქ იქნა.

 


რაც შეეხება გაზსადენს, მის და მასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების მიღება პროექტისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ბაიდენის პოლიტიკას ამ საკითხში, რომელიც გაზსადენის ამუშავებისთვის ხელის შეშლას არ ითვალისწინებს.

 


სწორედ ჯო ბაიდენის და ანგელა მერკელის ერთობლივმა დეკლარაციამ ახალი გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ფაქტობრივად მწვანე აუნთო.

 


სავარაუდოდ კრიტიკული არც ობლიგაციების წინააღმდეგ მიღებული სანქციები იქნება - Fitch Ratings-ის მონაცემებით, უკვე დღეს არსებული პირველადი ბაზრის მიმართ აკრძალვა დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა - ამერიკელი ინვესტორების წილი შემცირდა, ხოლო მათი ადგილი ნაწილობრივ რუსულმა ბანკებმა დაიკავეს.

 


ამ დროისთვის რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზაზე უცხოელი ინვესტორების წილი 21%ს-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2019 წელს, სანქციების შემოღებამდე 30% იყო - სხვაობა არის, თუმცა არა კრიტიკული.

 



rbc.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up