ამერიკის კონგრესი ანტირუსული სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს

ამერიკის კონგრესი ანტირუსული სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს

access_time2019-02-14 21:00:13


13 თებერვალს დემოკრატი სენატორების ჯგუფმა კონგრესში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას.


დოკუმენტი სახელად „ამერიკის უსაფრთხოების დაცვა კრემლის აგრესიისგან“ არის 2018 წლის აგვისტოს წარდგენილი და განხილვის შემდეგ ჩავარდნილი კანონპროექტის გამკაცრებული ვერსია.


იმ პროექტმა, რომელსაც უწოდებდნენ „სანქციებს ჯოჯოხეთიდან“, გამოიწვია რუსული რუბლის კურსის ვარდნა 10%-ით.


წინა ვერსიაში იყო 2 ძირითადი მიმართულება - შეზღუდვები რუსულ სუვერენულ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში და რუსული სახელმწიფი ბანკების ოპერაციების ბლოკირება.


ამჟამინდელი პროექტი უფრო ვრცელია და ითვალისწინებს შემდეგ ზომებს:


სანქციებს იმ რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის მხრიდან უცხო ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევის მცდელობებს;


სანქციებს თხევადი გაზის პროექტების წინააღმდეგ, ისეთების, მაგალითად, როგორიცაა „ლუკოილის“ საწარმო კამერუნში;


სანქციებს პუტინის გარემოცვაში მყოფი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ოლიგარქების და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ.


შეზღუდვების ცალკე ბლოკი ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამ ზომების ჩამონათვალში შედის:


სანქციები უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე თავდასხმაში;



სანქციები რუსეთის გემთმშენებლობის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტები განმეორდება;


სანქციები რუსული ნავთობკომპანიების უცხოური პროექტების წინააღმდეგ.


კანონპროექტში ასევე არის შემდეგი მუხლები:


განცხადება ნატოს მხარდაჭერის თაობაზე და აშშ-ს პრეზიდენტისთვის ალიანსიდან სენატის თანხმობის გარეშე გასვლის აკრძალვა;


მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ - დადგინდეს, არის თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო;


უძრავი ქონების დამზღვევებმა უნდა მიაწოდონ სახელმწიფო უწყებებს ინფორმაცია რუსების შესახებ, რომლებიც ყიდულობენ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას შტატებში;


ვლადიმერ პუტინის სიმდიდრის და აქტივების შესწავლა;


ბორის ნემცოვის მკვლელობის გარემოებათა შესწავლა.


როგორია ახალი პაკეტის მიღების პერსპექტივები?


აშკარაა, რომ დემოკრატი სენატორები შეგნებულ კონფრონტაციაზე მიდიან დონალდ ტრამპთან.


„პრეზიდენტ ტრამპის უმოქმედობამ კრემლის აგრესიის წინაშე კონგრესი დუღილის წერტილამდე მიიყვანა,“ - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, სენატორმა მენენდესმა.


მისი თქმით, კონგრესი დაიცავს ამერიკის ინსტიტუტებს, ფასეულობებს და მოკავშირეებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იქნება.


კანონპროექტის წინა ვერსია კონგრესში ჩავარდა, თუმცა, ამჟამინდელ ვარიანტს აქვს მეტი შანსები, რადგანაც სულ უფრო მეტ ამერიკელ სენატორს სურს მკაცრი პასუხის გაცემა მოსკოვისთვს - აღნიშნავს Reuters.


თუმცა, პროექტის ერთ-ერთი ავტორი ლიდნსი გრემი არც თუ ისე წარმატებულია თავისი შემოთავაზებების გატანაში - 2017 წელს მის მიერ დამუშავებული 13 პროექტიდან მხოლოდ ერთი მიიღეს.


სხვა შესაძლებელი სანქციები


ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო აშშ და ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ. 18 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შემდგომი სანქციების პერსპექტივას განიხილავენ.


აშშ ასევე მუშაობს სანქციებზე სკრიპალების მოწამლვის გამო. ეს პაკეტი გულისხმობს რუსეთთან იმპორტ--ექსპორტის ოპერაციების შეზღუდვას და „აეროფლოტისთვის“ აშშ-ში ფრენების აკრძალვას.


თუმცა, ამ კანონპროექტის მიღება ჭიანურდება - მისი განხილვა დაიწყო ჯერ კიდევ ნოემბერში, თუმცა, გადაწყვეტილება ამ დრომდე არაა მიღებული.


rbc





კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს

წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს
access_time2020-10-29 10:00:49
რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა და მასზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით იანვარ-სექტემბერში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 12.8 პროცენტია.   ჩინეთი 14,8 % -...


მსგავსი სიახლეები

up