ამერიკის ფინანსთა მინისტრი შესაძლოა Goldman Sachs–ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი სტივენ მნუჩინი გახდეს

ამერიკის ფინანსთა მინისტრი შესაძლოა Goldman Sachs–ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი სტივენ მნუჩინი გახდეს

access_time2016-11-30 14:40:41

შეერთებულ შტატებში, ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ქვეყნის ფინანსთა მინისტრად დაასახელოს 53 წლის სტივენ მნუჩინი, გამოცდილი ფინანსისტი, Goldman Sachs-ის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ტოპ-მენეჯერი.

 

 

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრად სტივენ მნუჩინის დანიშვნის მიზეზს იმაშიც ხედავენ რომ საპრეზიდენტი კამპანიის მსვლელობაში, მან როგორც ტრამპის ერთგულმა მხარდამჭემა ენერგია არ დაიშურა კამპანიის სასარგებლოდ დაფინანსების მოძიებასა და შეგროვებაში. ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ The Wall Street Journal-ის სტატიაში, რომლის ავტორის პიტერ ნიკოლასის თანახმად:

 

 

 

„საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, სტივენ მნუჩინი საჯაროდ მართალია არ გამოჩენილა, მაგრამ მისი ძალისხმევით შეიქმნა მცირე ფინანსური დონორების ქსელი, რომლითაც ტრამპის კამპანია ეფექტურად კონკურირებდა ბევრად უკეთ დაფინანსებულ ჰილარი ქლინთონის ბანაკთან.

 

 

 

უნდა ითქვას, რომ სტივენ მნუჩინს ბევრი რამ აკავშირებს უოლ-სთრითთან. მამამისმა მთელი კარიერა გაატარა Goldman Sachs-ის საინვესტიციო ბანკში, რომლის რიგებიდან ფინანსთა მინისტრების შერჩევა უკვე ლამის ტრადიციად იქცა. როგორც ამბობენ, ამ ფაქტორმაც განაპირობა სტივენ მნუჩინის კანდიდატურის შერჩევა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე.

 

 

 

მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობაში, ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა „უოლ-სთრითის" მესვეურებს, რომლებმაც მისი თქმით, ქვეყანას ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამისა, სტივენ მნუჩინის ფინანსური ისთებლიშმენთის პროფილი გარკვეულად მისაღებია რესპუბლიკელი სენატორებისთვის, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ მისი კანდიდატურა სენატში მოსმენებისას.

 

 


 

თუმცა, გასულ სამშაბათს, ნიუ-იორკში „ტრამპ-თაუერის" დატოვებისას, ჟურნალისტებს მოსაცდელში სტივენ მნუჩინმა უთხრა, რომ ფინანსთა მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ დაწვრილებით იგი მომდევნო დღეებში ილაპარაკებს.

 

 

 


მოელიან, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი, ასევე ვაჭრობის მინისტრობის კანდიდატად არჩევანს გააკეთებს უილბურ როსის კანდიდატურაზე. ესაა მილიარდერი ბიზნესმენი რომელიც ცნობილია სამუშაო ადგილების და სხვა ხარჯების შეკვეცით, საწარმოებსა და ფირმებში ეფექტური მუშაობის მისაღწევად" -ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

„უნდა ითქვას, რომ სტივენ მნუჩინის არჩევანი მკაფიო კონტრასტშია სხვა კანდიდატურასთან, რომელსაც ტრამპი ასევე იხილავდა. ესაა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯებ ჰენსარლინგი, ტეხასელი პოლიტიკოსი, რომელიც სათავეში უდგას კონგრესის ქვედა პალატის ფინანსთა კომიტეტს და რომელიც ცნობილია თავისუფალი ვაჭრობისადმი უკომპრომისო მომხრეობით.

 

 

 

როგორც ცნობილია, ტრამპი დიდად აფასებს მისდამი ერთგულებას და შესაძლოა ამითაა განპირობებული ის გარემოება რომ მომავალი ადმინისტრაცია ძირითადად მისი მხარდამჭერებისგან იქნება შემდგარი. მიუხედავად ამისა, წარსულში, სხვა საარჩევნო კამპანიების მსვლელობაში, სტივენ მნუჩინი უფრო ხშირად ფულს აძლევდა დემოკრატებს, ვიდრე რესპუბლიკელებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მან ერთერთმა პირველმა ფსონი დადო დონალდ ტრამპის კამპანიაზე, რაც თავის თავად მოულოდნელობა იყო ქლინტონის საარჩევნო ბანაკისთვის.

 

 

 

ფინანსთა მინისტრად სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, სტივენ მნუჩინი გახდება კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ბანკირი, რომელმაც გზა გაიკვლია უოლ-სთრითიდან ვაშინგტონში. წარსულში, Goldman Sachs-ის ტოპ-მენეჯმენტიდან ბევრი მოევლინა ქვეყნას ფინანსთა მინისტრად. მათ შორის იყვნენ სტივენ მნუჩინის ყოფილი უფროსები ჰენრი პაულსონი და რობერტ რუბინი.

 

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრი ითვლება ქვეყნის ეკონომიკის მთავარ ნავიგატორად. მას ევალება გადასახადების შეგროვება, საგარეო სანქციების დაწესება, სახელმწიფო ვალების მართვა და ასევე ადმინისტრაციის შეკავშირება ფინანსურ ბაზრებსა და ბიზნეს-წრეებთან.

 

 


ამგვარად, ტრამპმა სტივენ მნუჩინი უკვე არაორაზროვნად დაასახელა ეროვნული ფინანსების თავმჯდომარედ. გარდა ამისა, ტრამპი მისდამი ნდობას გამოხატავს პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდში. ასე რომ შეიძლება უკვე დაბეჯითებით ითქვას, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სტივენ მნუჩინს ჩააბარა ქვეყნის ეკონომიკის მართვის მთავარი ბერკეტები.

 

 

მას შემდეგ რაც მომავალი წლის 20 იანვარს, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს დადებს და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, მისი ადმინისტრაციის წარმატებულობა დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის ეფექტურ მუშაობაზე" - ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up