აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.
ამის შესახებ საუბარია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.
დოკუმენტის ერთი ნაწილი ეხება რუსეთისთვის სანქციების წლის ბოლომდე გაგრძელების აუცილებლობას. რესპუბლიკელი კონგრესმენების შეფასებით, სანქციები საკმარისად არ შეხებია პუტინის საგარეო პოლიტიკას და მისი მეგობრები ხელყოფენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს.
ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაში.
რადიო თავისუფლება