ამერიკელი ანალიტიკოსები: დასავლეთს ბორდერიზაციაზე უფრო მკაცრი პასუხი უნდა ჰქონდეს

ამერიკელი ანალიტიკოსები: დასავლეთს ბორდერიზაციაზე უფრო მკაცრი პასუხი უნდა ჰქონდეს

access_time2020-08-09 11:44:42

2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არათუ არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, არამედ წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უფრო და უფრო მეტის მიტაცებას ცდილობენ. ხელოვნური ბარიერები, მავთულხლართები, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ომის შემდეგ გაჩნდა, მათი რაოდენობა გაიზარდა და ამ „ბორდერიზაციის“ შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქის მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დასავლეთმა უფრო ეფექტურად უნდა დაგმოს კონკრეტულად „ბორდერიზაციის“ პროცესი და რუსეთს ამისთვის ცალკე საფასური გადაახდევინოს.


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართების, ხელოვნური ბანერების, ღობეების მონტაჟი ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაააქტიურეს. სწორედ ამ პროცესს დღეს საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც "ბორდერიზაციის" სახელით იცნობენ. "ბორდერიზაციის" ათვლის თარიღად 2011 წელს მიიჩნევენ, როდესაც ე.წ. მესაზღვრეებმა 1კმ-იანი მავთულხლართი გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში გაავლეს. ამის შემდეგ საოკუპაციო ხაზი არაერთი სხვა სოფლის ტერიტორიაზეც გაივლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. ამ ხაზის გასწვრივ კი სულ დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული.



ბევრი მათგანი, ვინც 2008 წელს ომს გადაურჩა, და მათ სოფლებზე თუ სახლებზე საქართველოს მთავრობის კონტროლი ვრცელდებოდა, საოკუპაციო ხაზს მიღმა წლების მერე აღმოჩნდა. გახლეჩილი ოჯახები, ორად გაყოფილი მიწები, საქართველოს გატაცებული, დაჭრილი თუ დაღუპული მოქალაქეები, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპაცია პროცესი იყოს, და არა - მდგომარეობა.



ამერიკელი ანალიტიკოსები დასავლეთის მხრიდან რუსეთზე წნეხის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ „მცოცავი ოკუპაცია“ ცალკე სანქციების თუ სხვაგვარი საპასუხო ზომების მიზეზი უნდა გახდეს. დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით, რომ როა დასავლეთმა შეცვალოს რეალობა, რომლის მიხედვითაც, უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს სანქციები არ დაწესებია:



„პუტინის რეჟიმს 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო სანქციები არ დაწესებია. არც ახალი სანქციები ყოფილა იმისთვის, რასაც ის საქართველოში აკეთებს. მჯერა, რომ დროა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კანადამ თუ სხვა მოკავშირეებმა უფრო ძლიერი პოზიცია გამოხატონ და ნათელი გახადონ, რომ ეს „მცოცავი ბორდერიზაცია“ მიუღებელია და თუ ის გაგრძელდება, ამისთვის საფასურის გადახდა იქნება საჭირო", - ამბობს კრამერი და დასძენს, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი მომავლის გადაწყვეტა შეუძლია. რუსეთს კი არანაირი უფლება არ აქვს ამაში ჩაერიოს, არა თუ შეიჭრას მეზობელ საქართველოსა თუ უკრიანაში.



"ვფიქრობ, საქართველო უნდა გახდეს ფაქტორი ამერიკის სანქციების პოლიტიკაში და უნდა მივმართოთ სანქციები უშუალოდ ამ „მცოცავი ბორდერიზაციის“ და სადემარკაციო ხაზის გადმოწევის წინააღმდეგ. ვშიშობ, ესაა ერთადერთი გზა, რომლითაც ბატონი პუტინი გაიგებს, რომ ამგვარი ქცევა მიუღებელია", - ამბობს კრამერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.



დასავლეთისგან უფრო ეფექტური ნაბიჯების მომხრეა მაიკლ კარპენტერიც, პენ-ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი. თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინის, ევრაზიისა და ბალკანეთის მიმართულებით ფიქრობს, რომ საქართველოსთვის თავდაცვის მიმართულებით მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და ამასთან, კრემლმა კონკრეტულად ბორდერიზაციის პოლიტიკისთვის პასუხი უნდა აგოს:




“ჩვენ უნდა განვაგრძოთ საქართველოს დახმარება მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების, განსაკუთრებით კი ტერიტორიული თავდაცვის გასაძლიერებლად. ამას წლებია ვაკეთებთ. პენტაგონმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, რათა უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობა გაძლიერებულიყო, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი: რუსეთს უნდა დაეკისროს ამ ქმედებების საფასური. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ეს შეწყვიტოს, რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ბორდერიზაციის პოლიტიკა მიუღებელია და კრემლისთვის მისი [საზიანო] შედეგები აჭარბებს სარგებელს", - უთხრა ამერიკის ხმას კარპენტერმა.



მკვლევარის აზრით, იმის მიუხედავად, თუ როგორ რიტორიკას ირჩევს ქვეყნის ხელისუფლება კრემლის მიმართ, გზავნილი ოკუპაციის დასაგმობად მკაცრი, ერთიანი და მკაფიო უნდა იყოს.



„განსხვავებული მიზეზების გამო საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას მოსკოვთან უმტკივნეულო ურთიერთობა სურს. ამის სურვილის გამო ვერ გავამტყუნებ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნო სულ მცირე სტაბილურობა მაინც იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს ეკონომიკური ურთიერთობები და ის ზედმეტად, არასაჭიროდ არ აირიოს. მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს საპასუხო ზომები მოსკოვისთვის იმის გამო, რომ განმარისხებელია ის, რასაც ამდენი წლის მერე აკეთებს. ქვეყნის 20 % კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები თავისუფლად დარბიან და ამ ქმედებებს ახორციელებენ, რაც ნათელი პროვოკაციაა ქართული საზოგადოების წინააღდეგ. ასე რომ უნდა გაიგზავნოს სიგნალი, რომ ეს უნდა შეწყდეს და ამ აგრესიულ ქცევას შედეგები მოჰყვება", - აცხადებს მაიკლ კარპენტერი.



ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო საკითხების ექსპერტი, „ატლანტიკური საბჭოს“უფროს მკვლევარი, იან ბრჟეზინსკი მიიჩნევს, რომ დროა ნატომ რუსეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე მას ვეტოს უფლება არ აქვს. ბრჟეზინსკი 2000-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციისას თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით.



გასულ თვეში კონგრესის წინაშე მოხსენებისას იან ბრჟეზინსკიმ აღნიშა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე უფრო მკაფიო და ნათელ რუკას, გზამკვლევს იმსახურებენ.



"არასდროს დავთანხმებივარ იმ არგუმენტს, რომ უკრაინა და საქართველო არ შეიძლება გახდნენ ნატოს წევრები, სანამ მათ რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უთანხმოება აქვთ. ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას პუტინმა წაართვა მათი ტერიტორიები და აგრძელებს მათ ოკუპირებას. ის, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები არ გადაიდგას, პრაქტიკულად ნიშნავს პუტინისთვის ალიანსის წევრობაზე ვეტოს უფლების მიცემას. რაც ფუნდამენტურად მცდარი რამაა. ესაა დესტაბილიზციის გამომწვევეი და წამაქეზებელი ფაქტორი პუტინისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად აგრესიული და უფრო თავხედი იყოს", - ამბობს ბრჟეზინსკი და განმარტავს, რომ საქართველო უკვე ათწლეულზე მეტია იქცევა, როგორც ნატოს დე-ფაქტო წევრი.


"საქართველო უკვე ათ წელზე მეტია იქცევა, როგორც ნატოს დე-ფაქტო წევრი, 900-მდე ქართველი სამხედრო მსახურობს დღეს ავღანეთში პატარა საქართველოს დღეს იმაზე მეტი სამხედრო ჰყავს ნატოს მისიაში, ვიდრე ნატოს წევრების უმეტესობას. ესაა ქვეყანა, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ნატოს წევრისგან მოელიან და მას აქვს უფლება ჰქონდეს წევრობისკენ მიმავალი გზის ნათელი რუკა. ამ რუკის არმიცემა კი ტოვებს მათ დაუცველობის „რუხ ზონაში“, რომელიც პუტინის მსგავსი ლიდერების რევანშისტულ ამბიციებს აქეზებს. რეალურად, ჩვენ ამით რეგიონის არასტაბილურობაში შეგვაქვს წვლილი. ჩვენ გვჭირდება ამის მიღმა წასვლა. უნდა მივცეთ ამ ქვეყნებს ცხადი გზა ნატოს წევრობისკენ. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო", - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება "ბორდერიზაციას", ბრჟეზინსკიც ამბობს, რომ დასავლეთმა, როგორც საზოგადოებამ, ერთობამ ხმამაღლა უნდა დაგმოს "მცოცავი ოკუპაცია" და სასაზღვრო ხაზის შექმნა საქართველოში ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ხდება.



"ეს დე-ფაქტო შეჭრაა, ბევრი კუთხით ეს არ განსხვავდება იმისგან, რაც 2008 წელს ან 2014 წელს მოხდა, დიახ, შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებად ძალადობრივი, აგრესიული თუ ტრავმატულია, მაგრამ შედეგები იგივეა: ესაა მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უგულებელყოფა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ბორდერიზაციის ქმედებები იმსახურებს, სულ მცირე, ძალიან ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის სექტორულ სანქციებსაც. ვფიქრობ, ესაა ერთი გზა, რომლითაც პუტინის ყურადღების მიპყრობა და მისი დარწმუნება შეგვიძლია იმაში, რომ დასავლეთი ერთიანია იმ აგრესიის მიმართ, რომელიც საქართველოს მსგავსი დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული", - ამბობს იან ბრჟეზინსკი.



სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70 % ნატოში გაწევრიანების მომხრეა, თითქმის ამდენივე მცხოვრებს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.



ამერიკის ხმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up