ამერიკელებმა მიწისძვრის სენსორის ფუნქციის მქონე აპლიკაცია შექმნეს

ამერიკელებმა მიწისძვრის სენსორის ფუნქციის მქონე აპლიკაცია შექმნეს

access_time2016-02-16 09:05:23

ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი აპლიკაცია შექმნეს, რომელსაც მიწისძვრის სენსორის ფუნქცია შესრულება და ადამიანების გადარჩენა შეუძლია.


კალიფორნიის უნივერსიტეტისა და Deutsche Telekom-ის მკვლევარებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც მობილურის რხევის მიხედვით მიწისძვრის სიმძლავრეს განსაზღრავს. აპლიკაციას MyShake ეწოდება, რომელიც დროსა და რხევების ამპლიტუდას იწერს,  მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს და ანალიზისათვის მონაცემებს ბერკლის სეისმოლოგიურ ლაბორატორიაში აგზავნის. 

 

სისტემის ეფექტიანობა მოხმარებლების სიმრავლეზე იქნება დამოკიდებული. მთავარი მიზანია - შეიქმნას გლობალური სეისმური ქსელი, რომელიც მომხმარებლებს მომხდარი მიწისძვრისა და მოსალოდნელი ბიძგების შესახებ წინასწარ გააფრთხილებს.


 

„ისეთი მიძისძვრისადმი მიდრეკილი სახელმწიფოებისათვის, როგორებიცაა ნეპალი და პერუ, MyShake-ი ადამიანებს წინასწარ შეატყობინებს და სიცოცხლის შესანარჩუნებლად თუნდაც რამდენიმე ფასეულ წამს მისცემს. ასეთ სახელმწიფოებში მილიონობით სმარტფონის მომხმარებელია,“ – აღნიშნა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში  Deutsche Telekom-მა. 

 

იმის გამო, რომ ტელეფონის მოძრაობის სენსორი, იგივე აქსელერომეტრი ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე მიწაში არსებული სენსომეტრი, MyShake-ი 10 კილომეტრის რადიუსით მხოლოდ 5-ზე მაღალბალიან მიწისძვრებს აფიქსირებს. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Play store-იდან. Deutsche Telekom-ის განცხადებით, გეგმაშია iPhone-სთვის აპლიკაციის შექმნა და MyShake-ით უახლოეს პერიოდში iPhone-ის მომხმარებლებიც ისარგებლებენ.

 




ფადი ასლი – პრემიერს: "თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ"

ფადი ასლი – პრემიერს:
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. "ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up