აშშ-ში ბენზინის ფასები კვლავ იზრდება, ამიტომ ამერიკელები ეძებენ უფრო იაფ გზებს ავზების შესავსებად, მათ შორის სხვა ქვეყნებში.
კალიფორნიის შტატის მცხოვრებლები, სადაც ბენზინის ფასები სტაბილურად ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, საწვავის ხარჯების დასაზოგად აშშ-მექსიკის საზღვართან მიდიან.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
რუსეთი ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელია მსოფლიოში და კონფლიქტმა გამოიწვია ბენზინის ფასის შეერთებულ შტატებში და სხვაგან ზრდა. ამ თვის დასაწყისში, ამერიკული საავტომობილო ასოციაციის (AAA) თანახმად, ბენზინის საცალო გალონის საშუალო ღირებულებამ მიაღწია 4,33 დოლარს (3,31 ფუნტი), რაც 14 წლის მაქსიმუმია. აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მონაცემებით კი ბენზინი 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე 40%-ით გაიზარდა.
კალიფორნიაში ბენზინის საშუალო ფასი ამჟამად არის 5,91 დოლარი გალონზე, ნათქვამია AAA-ს მონაცემებში.
მექსიკაში კი ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი მოსახლეობას დაჰპირდა ბენზინის ფასების გაკონტროლებას საწვავის სუბსიდირებით.
სან-დიეგოს მცხოვრებმა, BBC-ს განუცხადა, რომ აშშ-მექსიკის საზღვრიდან სულ რაღაც 17 მილის (23 კმ) დაშორებით, თავის Honda Civic-ს ავზის გასავსებად 40 დოლარი დასჭირდა, კალიფორნიაში კი 70 დოლარი.
bbc.com