უმდიდრეს ამერიკელებს 2 თვეში 434 მილიარდით გაეზარდა ქონება. ანალიტიკური ჯგუფის Americans for Tax Fairness -ის და Institute for Policy Studies -ის მონაცემებით, მილიარდერებმა ქონება 15%-ით გაზარდეს პანდემიის პირობებში. ამასთან, 18 მარტიდან 19 მაისის ჩათვლით, Forbes -ის მონაცემებზე დაყრდნობით, ქონება 2.948 ტრილიონიდან 3.382 ტრილიონამდეა გაზრდილი.
მთლიანი ზრდის მეხუთედი 5 უმდიდრეს ადამიანზე მოდის - Amazon -ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსზე, Microsoft -ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე, Facebook -ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგზე, Berkshire Hathaway -ის დამფუძნებელ უორენ ბაფეტსა და Oracle -ის დამფუძნებელ ლარი ელისონზე.
ბეზოსის ქონება 34.6 მილიარდით გაიზარდა და 30.3%-იანი ზრდა აჩვენა, გეითსმა 8 მილიარდი შემატა ქონება, ცუკერბერგმა კი, 25.3 მილიარდი. საანგარიშო პერიოდში მილიარდერების რაოდენობა 614-დან 630-მდე გაიზარდა.
gbc.ge