ამერიკაში ყველაზე ღირებული სტარტაპი $20 მილიარდად შეფასებული WEWORK-ი - „როგორ ვმუშაობთ ჩვენ“

ამერიკაში ყველაზე ღირებული სტარტაპი $20 მილიარდად შეფასებული WEWORK-ი - „როგორ ვმუშაობთ ჩვენ“

access_time2018-02-03 19:00:21

$20 მილიარდად შეფასებული WEWORK-ი ამერიკაში ყველაზე ღირებული სტარტაპია, UBER-სა და AIRBNB-ს თუ არ ჩავთვლით. რაზე დებს WEWORK-ი ფსონს: ნაცვლად იმისა, მხოლოდ საერთო სამუშაო სივრცეები შექმნას, აპირებს, ყველას შეუცვალოს საოფისე გამოცდილება.

 

ადამ ნოიმანი, WeWork-ის სუპერენერგიული თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნიუ-იორკში, ჩელსიში, თავის ოფისში ბოლთას სცემდა და სრულებით არ აქცევდა ყურადღებას მძიმე ჩანთას, Peloton-ის ველოტრენაჟორსა და გულუხვად აღჭურვილ ბარს. ის რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე იყო ფოკუსირებული: საათზე. Softbank-ის ბოსი, მასაიოში სონი, იაპონიის უმდიდრესი კაცი და სამყაროს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, ისრაელის ყოფილ საზღვაო ოფიცერს, საერთო სამუშაო სივრცეთა ინოვატორს, 38 წლის ნოიმანს თავისი დროის ორ საათსა და მისი სათავო ოფისის ზედმიწევნით დათვალიერებას დაჰპირებოდა. სტუმარი საათ-ნახევრით იგვიანებდა.

 

“მასა მოვიდა, დახედა საათს და მეუბნება, ბოდიში, მაგრამ მხოლოდ 12 წუთი მაქვსო”, – ამბობს ხრინწიანი ხმით ნოიმანი. და ზუსტად 12-წუთიანი ზედაპირული ექსკურსიის შემდეგ, სონს უთქვამს, უნდა წავიდეო.

 

მაგრამ ნოიმანი მთლად უშანსოდ არ დატოვა: მანქანაში შემომიერთდიო, შესთავაზა. ნოიმანმა თავის პრეზენტაციას დასტაცა ხელი და სონთან ერთად გაეშურა. ამ ნაბიჯმა, მოგვიანებით, $20 მილიარდი მოუტანა.

 

სონმა ნოიმანს უთხრა, პრეზენტაცია გვერდზე გადაედო, iPad-ი ამოიღო და ინვესტიციის მონახაზის შედგენა დაიწყო. “მეგონა, ამ ზომის კომპანიისთვის ზედმეტად მაღალ ღირებულებაზე იყო ლაპარაკი და რომ სხვაც ადვილად შეძლებდა მის კოპირებას, – ეუბნება სონი Forbes-ს. – მაგრამ ვერავინ შეძლო. კონცეფციაზე საუბარი ადვილი იყო, თუმცა განხორციელება – რთული... ადამმა დაამტკიცა, რომ შეუძლია, სიტყვები საქმედ აქციოს”.

 

მგზავრობის დასასრულს სონმა iPad-ის სკეჩზე ხელი მოაწერა, გვერდზე ხაზი გაავლო და კალამი ნოიმანს გაუწოდა. “დღემდე მბურძგლავს, რომ მახსენდება, – ამბობს ნოიმანი და გამხდარ მკლავს ზემოთ სწევს, რათა გვაჩვენოს, რომ თმები მართლაც ყალყზე უდგას. – ნახევარ საათში მისგან ი-მეილი მომდის”. ნოიმანი iPhone-ში ფოტოს ეძებს: ეს კოქტეილის ხელსახოცზე გაკეთებული კონტრაქტის თანამედროვე ციფრული ვერსიაა, სადაც უსწორმასწორო ხაზები გლობალურ პარტნიორობას მიანიშნებს; ნოიმანის ბატიფეხური ხელმოწერა ლურჯი ფერისაა, მასასი კი დიდი ასოებით, წითელი კალმითაა გაკეთებული.

 

მანქანის უკანა სავარძლებზე დადებული ხელშეკრულება, იურისტებთან გადანაცვლების შემდეგ, ორნაწილიან კონტრაქტად იქცა: Softbank-ი $3 მილიარდს პირდაპირ WeWork-ში დააბანდებდა ($1.3 მილიარდს თანამშრომელთა აქციების ტენდერული შეთავაზების მეშვეობით, ხოლო $1.7 მილიარდს ახალი სააქციო კაპიტალის სახით). WeWork-ის აზიაში გაფართოების მიზნით, ცალკე $1.4 მილიარდი სამ ორგანიზაციაში განაწილდებოდა, WeWork Japan-ში, WeWork Pacific-სა და WeWork China-ში. ნოიმანის გუნდი შექმნიდა და უხელმძღვანელებდა ოფისებს, ხოლო Softbank-ი ადგილობრივ ურთიერთობებს მოაგვარებდა. ღირებულება: $20 მილიარდი. WeWork-ი, რომელსაც ცალი ფეხი უძრავ ქონებაში აქვს, მეორე – სასტუმრო ბიზნესში და მესამე კიდევ – ტექნოლოგიაში, ახლა თითქმის უკვე იგივე ღირდა, რაც სასტუმრო ოპერატორი Hilton Worldwide-ი და უფრო მეტი, ვიდრე კომერციული უძრავი ქონების გიგანტი Boston Properties-ი და სოციალური მედიის სენსაცია Snap-ი.

 


კონტრაქტის ფინალურ ეტაპზე, 2017 წლის მარტში, ტოკიოში, ნოიმანს WeWork-ის თანადამფუძნებელი და მილიარდერი, ორეგონის უნივერსიტეტის ყოფილი კალათბურთელი, 43 წლის ზორბა აღნაგობის მიგელ მაქკელვი შეუერთდა. “მასა შემომიტრიალდა და მეკითხება, ‘ვინ გამოდის ჩხუბში გამარჯვებული – ჭკვიანი ტიპი თუ გიჟი ტიპი?’, – ამბობს ნოიმანი. ,- გიჟი ტიპი-მეთქი, ვპასუხობ, მიყურებს და მეუბნება, ‘მართალი ხარ, მაგრამ არც შენ და არც მიგელი საკმარისად გიჟები არ ხართ’”.

 

“ადამს ვუთხარი, არ ეამაყა იმით, რომ WeWork-ი ორგანულად იზრდებოდა გაყიდვების სიმძლავრის ან მარკეტინგში დიდი ფულის ხარჯვის გარეშე, – ამბობს სონი. – იმაზე ათჯერ დიდი გახადეთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. ამგვარად თუ იფიქრებთ, მიხვდებით, რომ ღირებულება დაბალი აქვს”. რამდენად დაბალი? “რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი შეიძლება, ღირდეს”.

 

ყველაზე გიჟი ამ სიტუაციაში ალბათ სონია, მით უფრო, თუ დაფიქრდებით, ზუსტად რას აფასებს $20 მილიარდად. აშშ-ის სტარტაპებიდან მხოლოდ Uber-სა და Airbnb-ს აქვთ უფრო მაღალი ღირებულებები (ციფრული დაზვერვის პლატფორმა Palantir-ს WeWork-ისნაირი ღირებულება აქვს). ეს საოფისე კომპანიაა... რომელიც არც ერთ ოფისს არ ფლობს. Uber-ისა და Airbnb-ს მსგავსად, WeWork-ი, ფაქტობრივად, შუამავალია, რომელიც სხვებისგან სივრცეებს ბითუმად ქირაობს და მერე კლიენტს მოდურ დიზაინში, მოქნილ საიჯარო კონტრაქტებსა და ისეთ “ჩაშენებულ” სერვისებში ართმევს ფულს, როგორიცაა ინტერნეტი, მიმღები, საფოსტო ოთახი და დასუფთავება (უფასო ყავა და ლუდიც). WeWork-ის სიახლე და, შესაბამისად, ფასნამატი, საოფისე კულტურაში მდგომარეობს. მასშტაბური გაგებით. 2010-ში სტარტაპმა ნიუ-იორკში ერთი სივრცით დაიწყო, დღეს კი მსოფლიოს 52 ქალაქში 163 სივრცე აქვს (ეს რიცხვი 2015-ის ბოლოს გასამმაგდა). მისი 2,900-ზე მეტი თანამშრომელი 10 მილიონ კვადრატულ ფუტს განკარგავს 150,000 წევრისთვის, რომლებიც თვეში $220-დან (საერთო სივრცის გამოყენებისთვის) $22,000-მდე (50-კაციანი ოფისისთვის) ნებისმიერ თანხას იხდიან.

 

“$20 მილიარდად შეფასებულ საერთო სამუშაო სივრცის კომპანიაში ფულს არავინ აბანდებს. ასეთი რამ არ არსებობს, – ამბობს ნოიმანი. – ჩვენი ღირებულება და ზომა, უმეტესწილად, ჩვენს ენერგიასა და სულისკვეთებაზეა დაფუძნებული, ვიდრე შემოსავლის ჯერადზე”.

 

ცხადია, ეს ასეა. 2017-ში კომპანია $1.3 მილიარდის ტოლფასი შემოსავლის მიღების გზას ადგას (დაახლოებით 30%-იანი ოპერაციული მარჟებით), რაც მას ფასისა და გაყიდვების მიმართების უფრო მაღალ კოეფიციენტს ანიჭებს, ვიდრე უფრო კონვენციურად ზრდადი კომპანია მოიპოვებდა ფულადი ბრუნვის ჯერადის სახით. მაგრამ, როგორც უნდა გაზომო, მაღალი სწორედ ამ “ენერგიისა და სულისკვეთების” პრემიუმია. სონის $20-მილიარდიანი ღირებულება თითო წევრზე $133,333-ად ითარგმნება (მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა, საქმიდან ნებისმიერ დროს გახვიდე, მათი მოდელის ნაწილია), რომელთაგან თითოეული წელიწადში საშუალოდ $8,000-ის გენერირებას ახდენს. კომპანიია $2,000-ად ნაქირავები სივრცის თითოეულ ფუტს ფასს ადებს; შედარებისთვის: მაგალითად, ოსტინის მსგავს ტექნოლოგიურ ცენტრში A კლასის უძრავი ქონების შესასყიდად ფუტისთვის $325-ია საჭირო.

 

საინტერესოა, რომ სონის გამოჩენამდე, WeWork-ში $1.5 მილიარდი ისეთ ინვესტორებსაც აქვთ ჩადებული, როგორებიც გახლავთ Benchmark-ი, Fidelity, Goldman Sachs-ი და JPMorgan-ი – იმ იდეის საფუძველზე, რომ ტრადიციული მაჩვენებლები არ ასახავს კომპანიის ძირგამომთხრელ მოდელს. “ისინი ცოცხალ და ხალისიან გარემოს ქმნიან და მას ისეთი ენერგიული ხალხით აკომპლექტებენ, ვინც კიდევ უფრო ცოცხალს ხდის სამუშაო გამოცდილებას”, – ამბობს Benchmark-ის ბრიუს დანლევი. JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმი დაიმონი WeWork-ს ცხოვრების წესს უწოდებს: “მათ სასტუმრო და ტექნოლოგიური ბიზნესების ჰიბრიდი შექმნეს, რომელიც სრულიად განსხვავდება უძრავი ქონების ინდუსტრიაში არსებული ნებისმიერი სხვა ბიზნესისაგან”.

 

მაგრამ სერვისის სტარტაპები მხოლოდ საქმის ნახევარს გიკეთებენ. WeWork-ი – და, განსაკუთრებით, სონი – ფსონს იმაზე დებს, რომ კომპანიას შეუძლია, ლამის ყველას შეუცვალოს საოფისე გამოცდილება. ბოლო რამდენიმე წელია, WeWork-ი საქმეში ისეთ კომპანიებს რთავს, როგორებიც GM-ი, GE, Samsung-ი, Salesforce-ი, Bank of America და Bacardi-ა. წელს WeWork-მა გრინვიჩ-ვილიჯში მდებარე მთელი შენობა IBM-ს გადასცა. დღეს უკვე თვიური გაყიდვების 30% სწორედ დიდ კომპანიებზე მოდის.

 

“ახლა ეს ჩვენი ხალხისთვის უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემის მთავარ მომგვარებლად იქცა, – ამბობს მეტ დონოვანი, რომელიც Microsoft-ის ბრენდის, Office 365-ის მარკეტინგს ხელმძღვანელობს და რომელმაც 300 თანამშრომელზე მეტი WeWork-ის სივრცეებში განათავსა. – მათ სხვადასხვა ადგილზე აქვთ წვდომა, პლუს შთაგონებასა და უკუკავშირს იღებენ WeWork-ის იმ სხვა წევრებისგან, ვინც ჩვენი პროდუქტებით სარგებლობს”.

 

მზარდ კომპანიებს WeWork-ი ახალ ქალაქებში დაფუძნების გზას სთავაზობს ისე, რომ მათ თავიდან არიდებს სივრცეთა მოძიების, კონტრაქტებისა და მოლაპარაკებების, სივრცის დიზაინისა და მომმარაგებელთა დაქირავების თანმხლებ თავის ტკივილს. “არ გაქვს მიზეზი, საოფისე სივრცე იქირაო”, – ამბობს ჯოშ კუშნერი, ვენჩურ-კაპიტალის ფირმა Thrive Capital-ის დამფუძნებელი და Oscar Health-ის თანადამფუძნებელი; Oscar Health-მა თავისი ლოსანჯელესური ოფისი სწორედ WeWork-ის მეშვეობით გახსნა. “უნივერმაღივითაა – ყველაფერს გთავაზობს, რაც გინდა. ბიზნესი ისედაც რთული რამაა, ეს ხალხი კი უამრავი თავის ტკივილისგან განთავისუფლებს”.

 

 

 „ფორბსი“

 




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up