„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

access_time2020-02-18 10:45:03

ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ  სახელმწიფო?.

 

„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ ამერიკაში ყველაზე დიდი პოპულარობით მშრალი ღვინოები სარგებლობს.  ერთ-ერთი უმსხვილესი, ექსპორტიორი კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა, შესაბამისად, ჯერჯერობით მასიურ გაყიდვაზე საუბარი ადრეა.

 

„ჩვენი ღვინო ამერიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ღვინოა, წლიური მოცულობა დაახლოებით 100 000 ბოთლია. მყიდველი პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც პროდუქტის შესახებ ინფორმაცია აქვს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამერიკული საზოგადეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ არსებობს ქართული ღვინო , რომელიც არის უნიკალური მნიშვნელობის, რათა ამერიკელმა მიიღოს გადაწყვეტილება ქართული ღვინის შეძენაზე. ეს მნიშვენელოვანია ყველა ბაზრისთვის არა მხოლოდ ამერიკულისთვის. მნიშვნელობა ასევე აქვს ქვეყნის შესახებ ინფორმაციასაც. რეალურად ამერიკაში, ბევრმა საქართველოს არსებობის შესახებ არ იცის, საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ. სანამ მათ ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებათ, მანამდე ჩვენი პროდუქტის ცნობა დაბალი იქნება“, - განმარტავს  ზურაბ რამაზაშვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ღვინის ექსპორტი დივერსიფიცირებული აქვს ბიზნესმენი ამბობს, რომ ამერიკის ბაზარი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ამერიკა „აზრის შემქმნელი“ ბაზარია.  ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ სახელმწიფოს როლზე საუბრობს:

 


„სახელმწიფო აკეთებს ძალიან ბევრს, მას დაქირავებული ჰყავს კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ქართული ღვინის მარკეტინგს აწარმოებს და ცდილობს ცნობადობა აამაღლოს. ეს არის დეგუსტაციები, შეხვედრები. მას შემდეგ, რაც კომპანიის დაქირავება მოხდა, ჩვენი გაყიდვები ამერიკაში იზრდება. მიჭირს კავშირის გაბმა კომპანიის ეფექტურ მუშაობასა და გაყიდვების ზრდას შორის. შესაძლებელია ზრდა მათ გარეშეც მომხდარიყო, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვები მუდმივად იზრდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული ღვინის მომხმარებელი მეტწილად არის პოსტ-საბჭოთა ემიგრანტი, მათთან დაკავშირებული ადგილობრივი ამერიკელები და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც იყო საქართველოში, დააგემოვნა ქართული ღვინო და განმეორებით შეიძინა, როდესაც ამერიკაში დაბრუნდა. ახალი მყიდველის პოვნა ძალიან რთულია, რადგან ამ მარკეტინგულ კომპანიას სჭირდება ძალიან დიდი თანხის ინვესტირება, რაც სავარაუდოდ, საქართველოს არ აქვს. ამერიკაში დიდია საკუთარი, ხარისხიანი ღვინის მოხმარება, ისინი არ არიან დამოკიდებულები სხვა ქვეყნების ღვინოზე და რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია“, -  აღნიშნავს ზურაბ რამაზაშვილი.

 

„მეღვინეობა ვაზიანს“ექსპორტზე გააქვს როგორც კლასიკური ტიპის ევროპული, ასევე ქვევრის ღვინოები. კომპანიის დირექტორი ნათია მეტრეველი „კომერსანტს“ უყვება, რომ  შეთანხმება ერთ-ერთ იმპორტიორთან 2018 წლის ბოლოს შედგა. მისივე თქმით, წლიური მოცულობა დაახლოებით 10 000 ბოთლია, თუმცა, 2020 წელს „მეღვინეობა ვაზიანი“ექსპორტის  ზრდას გეგმავს.

 

„წელს ვვარაუდობთ, რომ 50 პროცენტიანი ზრდა გვექნება, რადგანაც 2019 წელს ამერიკის ბაზარზე ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერაც აღიარებულია ამერიკის ბაზარი როგორც სტრატეგიული. ბიუჯეტშიც შესაბამისად გამოყოფილია სხვადასხვა აქტივობებისთვის თანხები,  იქნება ეს დეგუსტაციები, გამოფენები თუ სხვადასხვა ღონიძიებები. ჩვენი კომპანია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ვაზიანის პრემიუმ ბრენდით და „მაყაშვილის ღვინის მარნის“ სახელით. ვფიქრობთ, რომ ზრდა ქვევრის ღვინოზე დაფიქსირდება, რადგან ამერიკულ ბაზარზე მოთხოვნა განსხვავებული სახის ღვინოზეა“, - აცხადებს ნათია მეტრეველი.

 

თუ ზურაბ რამაზაშვილი ქართული ღვინის ცნობადობის ნაკლებობაზე საუბრობდა, რადიკალურად სხვა პრობლემაზე უსვამს ხაზს  „მეღვინეობა ვაზიანის“ გენერალური დირექტორი ნათია მეტრეველი. მისი განმარტებით, ღვინის სექტორის ყველაზე დიდი პრობლემა ხარისხია. მეტრეველი ამბობს, რომ დიდი არეალია იმისთვის, რომ მოხდეს პროდუქციის ექსპორტი, თუმცა, მთავარია სწორად დაგეგმილი სტრატეგია.

 

„ყველა ბაზარზე მნიშვნელოვანია, მწარმოებელი კომპანიები, ექსპორტის ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდნენ ხარისხს და არ ხდებოდეს ხარისხის ცვლილება. ეს არამარტო კონკრეტულ ერთ კომპანიას აზარალებს, არამედ მთლიანად, ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუქტს ურტყამს. ჩვენი სტრატეგიაა, რომ თაროზე მაღალ საფასო სეგმენტში ვიყოთ წარმოდგენილები. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანია მრავალი სახის ღონიძიებების ჩატარება და ცნობადობის გაზრდა“ - განაცხადა ნათია მეტრეველმა.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up