კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. ამას ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა ადასტურებს.
კორონავირუსთან ასოცირების გამო მკვეთრად დაეცა ლუდი Corona-ს დადებითი იმიჯის რეიტინგი. კერძოდ, თუ რეიტინგი 2019 წლის დეკემბერში დაახლოებით 80%-ს შეადგენდა, ახლა ის 50%-მდეა.
ასევე შემცირდა Corona-ს შეძენის განზრახვის მაჩვენებელი. Constellation Brands ჯგუფის აქციები, რომელსაც Corona ეკუთვნის, საფონდო ბირჟაზე 8%-ით გაუფასურდა.
imedinews.ge