ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბანკირის მიმართვა პოლიტიკურ სპექტრს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბანკირის მიმართვა პოლიტიკურ სპექტრს

access_time2020-10-20 11:00:08

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ბანკირი ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკულ და ევროპულ გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Duetsche Bank, Bank of America, Merrill Lynch) მედიაჰოლდინგს უყვება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პორტ-პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკური აღმასვლისთვის. კახა ჩარგეიშვილი ხშირად აკეთებს კომენტარს CNN-ზე და მსოფლიოს სხვა წამყვან მედიაჰოლდინგებისთვის.


როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების დინამიკა აჩვენებს (კონკრეტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით), რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად საჭიროებს და მზად არის ფუნდამენტური რეფორმების გასატარებლად.


„რეალური ეკონომიკური წარმატება (რაც საქართველოში ჯერ არ მომხდარა) ასევე დაარეგულირებს სხვა პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს. პოსტ-კორონა პანდემიური პერიოდის გლობალური ეკონომიკური ინტერესების გადანაწილება უკვე დაიწყო და ახალი რეალობა გამოიწვევს ტექნოლოგიებისა და ფინანსური სისტემების უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხს. შესაბამისად, იმისთვის რომ ნებისმიერმა ქვეყანამ მიაღწიოს რეალური შემოსავლებისა და დასაქმების დონის ზრდას (რაც მთავარი ეკონომიკური ამოცანაა), აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნები სინქრონულად და მსგავსი ნაბიჯებით ცდილობენ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია მიზანმიმართული და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. ისტორიის ამ მონაკვეთში, ტექნოლოგიური და ფინანსური კაპიტალის მოზიდვის არხების უნივერსილიზაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური აღმასვლისთვის აუცილებელია (და უალტერნატივოა):


  1. ქვეყნის საბანკო ინფრასტრუქტურის მსოფლიო კაპიტალურ ბაზრებში დაუყოვნებლივი ინტეგრაცია; არსებული კომერციული ბანკები არ დგამენ ამისთვის საჭირო ნაბიჯებს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და ეს მათ ინტერესებში არ შედის.
  2. ფინანსური ინსტრუმენტების სკოლის შექმნა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას აქტივების (მათ შორის ლარის და საპროცენტო განაკვეთების) ფასი განვსაზღვროთ საბაზრო ოპერაციების მეშვეობით; ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს საობლიგაციო, საპროცენტო, სავალუტო და ინფლაციურ ინსტრუმენტებზე. სააქციონერო კაპიტალის მოზიდვა ამ პროცესების ბუნებრივი გაგრძელება იქნება.
  3. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების ჩამოყალიბება. არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს ბაზრის მონაწილეებისთვის სტაბილური დაგეგმარების შესაძლებლობას და არის ქართველი ხალხის ფინანსური მდგომარეობის დამაზიანებელი და შესაბამისად არა კანონიერი.


ბოლო 2 თვის განმავლობაში, გლობალურად სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ზრდის ტენდენციები გრძელდება. ფინანსური აქტივები (სააქციონერო კაპიტალი) აგრძელებს ანომალიურ დისლოკაციას და რეკორდულ დონემდე ზრდას, ხოლო საობლიგაციო კაპიტალი გარკვეულად არის ზღვრებში მოქცეული რადგან საპროცენტო მაჩვენებლები ფიქსირებულია 2023-მდე (და ნეგატიური ხშირ შემთხვევებში). ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო ფედერალური ბანკის შეხვედრაზე. საქართველოს მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს გააჩნიათ ძლიერი კორელაცია განვითარებულ ეკონომიკებთან. რადგან საპროცენტო განაკვეთები იქნება მინიმალურ ნიშნულზე 2023-მდე, არის ეს ხელსაყრელი პირობა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებისთვის? თუ მოხდება ნეგატიური საპროცენტო განაკვეთის დადგენა, როგორი იქნება ჩვენი საგარეო ვალის საბანკო ღირებულება და რა ინსტრუმენტებით მოხდება ჰედჯირება? დღეს არის მოცემულობა, როდესაც ეროვნული ბანკის გაუაზრებელი ნაბიჯები მიუთითებს ტოტალურ უცოდინარობაზე, რაც კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციების წარმოების საშუალებას აძლევს. არ არსებობს ლარის და საპროცენტო განაკვეთის ფასების დადგენის საბაზრო მექანიზმი რამაც ქვეყანა დიდ ლომბარდს დაამსგავსა. ეს მაშინ როცა ლარის კურსი იმართება მხოლოდ რეზერვების ფლანგვით და არ გამოიყენება აუცილებელი მაკროეკონომიკული ნაბიჯები.



პასუხი ამ კითხვებზე არის ის რომ გლობალურ ტენდენციებს არავინ აქცევს ყურადღებას. შესაბამისად, მე მინდა ვუთხრა მთელ ქართულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს (ყველა პარტიას), რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობისთვის, გლობალურ ფინანსურ სისტემებში ინტეგრაცია არის უალტერნატივო გზა“,  აცხადებს კახა ჩარგეიშვილი.


ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up