მარაგების ზრდა ამერიკაში  ნავთობს აიაფებს

მარაგების ზრდა ამერიკაში ნავთობს აიაფებს

access_time2019-05-15 22:15:57

შეერთებულ შტატებში მარაგების ზრდის და აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის მორიგი გამწვავების გამო, ნავთობის ფასი შემცირდა, თუმცა კლებას ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა ზღუდავს.ბრენტ მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი დღეს 45 ცენტით, 70.79 დოლარამდე შემცირდა. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმა კი, 63 ცენტით, 61.15 დოლარამდე დაიკლო.


ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) ინფორმაციით, ამერიკაში ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირას 8.6 მილიონი ბარელით, 477.8 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.ანალიტიკოსები მარაგის 800 000 ბარელით ზრდას ვარაუდობდნენ.


ოფიციალურ მონაცემებს აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაცია დღეს გამოაქვეყნებს.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინთთან სავაჭრო ომს, „მცირე ჩხუბი“ უწოდა. ამასთან დაამატა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მოლაპარაკება არ ჩაშლილა და გრძელდება.



აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გამწვავება, გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, რასაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირება და ფასის ვარდნა მოჰყვება.


ნავთობის შემცირებას ზღუდავს ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთის ორ ნავთობსაქაჩ ჭაბურღილზე, სამხედრო დრონებით თავდასხმა მოხდა. ორი დღით ადრე კი გაერთიანებული არაბული საემიროების სანაპიროს სიახლოვეს, საუდეთის ტანკერებზე თავდასხმა მოხდა.


არსებობს ეჭვი, რომ ამ ორ მოვლენას ირანთან აქვს კავშირი, რომელიც საუდის არაბეთს, ბაზარზე ირანული ნავთობის დანკლისის შევსების გამო უხდის სამაგიეროს და იმავდროულად ცდილობს, რომ მსოფლიომ ბაზრიდან ირანის გაძევება უფრო მტკივნეულად აღიქვას.


პარალელურად, OPEC (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე, ნავთობზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი. ეს შესაძლოა, იმის წინაპირობა იყოს, რომ ორგანიზაცია მიწოდების შეზღუდვას შეამცირებს, ან მოხსნის.


bpn.ge



თეგები:
ნავთობი



ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება, პრობლემა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში

ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში
access_time2019-07-23 16:30:11
 „იმ პირობებში, როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში,“— ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი ლარის კურსის ბოლოდროინდელ არასტაბილურობას. მისი განმარტებით, რეალურად, ეროვნული ბანკის ფუნქციაა ფასების სტაბილურობა და  ეკონომიკის  ინფლაციური პროცესებისგან დაცვა....

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს
access_time2019-07-23 15:30:15
საქართველოს მთავრობა 135 თეთრი ფერის Renault Duster შეისყიდის. ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ფრანს ავტოს“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელმა განუცხადა. თამარ მეტრეველის თქმით, მანქანებს კომპანია ევროპიდან, კერძოდ კი რუმინეთიდან ჩამოიყვანს. ავტომობილის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირია: ძრავა 1,6,  115 ცხენის ძალა, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკა, 4X4, მაქსიმალური სიჩქარე – 163 კილომეტრია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...


მსგავსი სიახლეები

up