რამდენიმე დღის წინ კომპანია adidas-ის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ არ აპირებდა მაღაზიებს დახურვას იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი გავრცელდა.
თუმცა, სიტუაცია ვითარდება მოულოდნელად და არაპროგნოზირებადად, ამიტომაც კომპანიის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა adidas-ის და Reebok-ის მაღაზიების დროებით დახურვა ევროპაში, შტატებში და კანადაში.29 მარტამდე მომხმარებლები შეძლებენ ამ ბრენდების პროდუქციის შეძენას მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში.
„ჩვენთვის თანამშრომლების და მომხმარებლების ჯანმთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოსავალი, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავხუროთ მაღაზიები კორონავირუსის მაღალი რისკის ადგილებში, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ეს დროებითი ზომაა. ჩვენ ვადევნებთ თვალს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს“- განაცხადეს adidas-ში.
კომპანიის მენეჯმენტი ასევე გეგმავს მაღაზიების დახურვის მიუხედავად თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს.
წყარო: GQ.RU
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ