ამერიკამ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს ტიტული დაკარგა

ამერიკამ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს ტიტული დაკარგა

access_time2016-05-31 19:00:57

სამწლიანი ლიდერობის შემდეგ აშშ-მა, შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის(IMD) კონკურენტუნარიანი ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგში პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ორ ადგილს სიაში ჰონგ-კონგი და შვეიცარია იკავებენ.

 

ამერიკის დომინირებამდე სიის სათავეში სწორედ ჰონგ-კონგი იყო. აზიის მთავარი საფინანსო ცენტრის წოდების მისაღებად მისმა მთავარმა კონკურენტმა, სინგაპურმა კი ამჯერად მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. 61 ქვეყნისგან შემდგარ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

 

„აშშ-ს ძველებურად შეუძლია იამაყოს თავისი ეკონომიკური შედეგებით, თუმცა არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელსაც კონკურენტუნარიანობის გამოთვლისას ვითვალისწინებთ," - განაცხადა IMD-ის დირექტორმა, არტურო ბრისმა.

 

IMD-ს მოსაზრებით, ჰონგ-კონგის ინოვაციური ეკონომიკის წარმატების მთავარი წყარო კორპორატიული გადასახადების დაბალი დონე, მარტივი საგადასახადო სისტემა და ფულადი ნაკადების გადაადგილებისათვის ბიუროკრატიული დაბრკოლებების არარსებობაა.

 

სიაში 61 ქვეყანაა შესული. IMD-ის კვლევა 340 კრიტერიუმს ემყარება და მის ფარგლებში 5,400 ბიზნესმენი იქნა გამოკითხული. აღსანიშნავია, რომ IMD-ის კვლევა 1989 წლის შემდეგ ყოველ წელს ტარდება.

 

ასობით კრიტერიუმი ოთხ თემატურ ჯგუფშია დანაწილებული: ეკონომიკური განვითარება, მთავრობის ეფექტურობა, ბიზნეს გარემო და ინფრასტრუქტურა.

 

ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით პირველი ხუთეული ასეთია: აშშ, ყატარი, ჩინეთი, სინგაპური, ჰონგ-კონგი.

 

მთავრობის ეფექტურობა: ჰონგ-კონგი, შვეიცარია, სინგაპური, ახალი ზელანდია, ყატარი,

 

ბიზნეს გარემო: ჰონგ-კონგი, ირლანდია, შვეიცარია, შვედეთი, სინგაპური.

 

ინფრასტრუქტურა: აშშ, დანია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი.

 

IMD-ის დირექტორის განცხადებით, სიის პირველ ოცეულს ერთი რამ აერთიანებს: ბიზნესისთვის მისაღები რეგულაციები, მატერიალური და არამეტერიალური ინფრასტრუქტურა და ყოვლისმომცველი ინსტიტუტები. აღსანიშნავია, რომ ტოპ 20 ქვეყნიდან 10-ს ევროპული ქვეყანები შეადგენენ.

 



ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...


მსგავსი სიახლეები

up