ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

access_time2019-09-16 20:00:25


უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას.


ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა.


11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ტაშკენტს. აქამდე ქართველი მაღალჩინოსნები ნაკლებად ინტერესდებოდნენ ამ შორეული და დახურული ეკონომიკის მქონე ცენტრალური აზიის ქვეყნით, თუმცა, სიტუაცია შეცვალა ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტის შავკატ მირზიევის მოსვლამ.


მოკლე დროში მან მკვეთრად შეცვალა საგარეო და შიდა პოლიტიკა, მოახდინა ნაწილობრივი ლიბერალიზაცია ეკონომიკაში  და დაიწყო სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება. პრეზიდენტმა ასევე დაამყარა უფრო მჭიდრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ცდილობს საერთო ძალისხმევის გაძლიერებას სატრანსპორტო კავშირის დამყარების და ევროპულ ბაზარზე გასვლის მიზნით.


შემთხვევითი არა, რომ პირველი ვიზიტი პრეზიდენტის რანგში მირზიევმა განახორციელა არა მოსკოვში, ვაშინგტონში, ან პეკინში, არამედ მეზობელ თურქმენეთში, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს სატრანსპორტო სფეროში თამანშრომლობას, მათ შორის, რკინიგზის კუთხით.


თურქმენეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებმა გახსნეს ახალი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები მდინარე ამუდარიაზე, რომელიც მისცემს ტაშკენტს თავის ტვირთების თურქმენეთის კასპიურ პორტებამდე ტრანსპორტირების საშუალებას. ამის შემდეგ ტვირთნაკადი უნდა წავიდეს კავკასიური მარშრუტით, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით, საქართველოს პორტებამდე, იქედან კი - თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ მერსინში და საბოლოოდ - ევროპაში.


2 წლის წინ ტაშკენტმა დაიწყო მოლაპარაკებები თბილისთან, ანკარასთან და ბაქოსთან. 2017 წლის მარტში კი შედგა უზბეკეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა. ამ დროს შეიქმნა  ერთიანი წარმომადგენლობა, რომლის მიზანიც არის გადაზიდვების პროცესში არსებული პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა.


უზბეკური მხარე ასევე დაინტერესებულია საქართვლოში მშენებარე ანაკლიის პორტით, რომელიც უნდა გახდეს დიდი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი  - ეს არის კავკასიური მარშრუტით ტვირთების ტრანსპორტირების კიდევ ერთი ვარიანტი.



ამ პორტის ამუშავება 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა, საქართველოს მთავრობაში შიდა უთანხმოებების გამო მშენებლობა შეჩერდა. მთავრობა აცხადებს, რომ პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, თუმცა, პრობლემას ართულებს ისიც, რომ ანაკლიას განვითარების კონსორციუმი ვერ პოულობს ინვესტორებს - ამის ერთ-ერთი მიზეზია კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბანკირ მამუკა ხაზარაძეს მიმართ წამოყენებული ბრალდებებია -  ფინანსურ მაქინაციებში და ფულის გათეთრებაში.


რამდენიმე თვის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ ანაკლიის პორტი აშენდება.


„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიყვანს ამ პროექტს ბოლომდე. ახალი პორტი მისცემს საქართველოს საშუალებას დაამყაროს ურთიერთობები განვითარებულ ეკონომიკებთან და თავი აარიდოს გავლენას რუსეთის და ჩინეთის მხრიდან, რომლების პოზიციონირებენ, როგორც საქართველოს მეგობრები. თუმცა, სინამდვილეში არ არიან მისი ინტერესების გამტარებლები,“   - განაცხადა პომპეომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს.


როგორც ჩანს, პორტი, ვადების დარღვევით, მაგრამ მაინც აშენდება, რადგანაც აშშ-სთვის ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. საჭიროა მხოლოდ ინვესტორი - სწორედ ამ კუთხითაა საინტერესო ტაშკენტი.


უზბეკეთი გეგმავს ამ დერეფნის გამოყენებით არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩინური ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.


„სამხრეთ-კავკასიური დერეფანი არის ძალიან მომგებიანი უზბეკეთისთვის ლოგისტიკის და დანახარჯების თვალსაზრისით. თანაც საუბარია არა მხოლოდ საკუთარი, არც თუ ისე მრავალრიცხოვანი პროდუქციის ექსპორტზე ევროპაში, არამედ ტრანზიტულ ტვირთებზე, პირველ რიგში ჩინეთიდან,“ - განაცხადა კვლევითი ინიციატივების ცენტრის  დირექტორმა ბახტიერ ერგაშევმა.


ამ ეტაპზე სარკინიგზო მარშრუტის ბაქო-ყარსის ეფექტურობა საკმაოდ დაბალია - მშენებლობის დაწყებისას იგეგმებოდა, რომ პირველ 5-7 წელიწადში ტვირთბრუნვა მიაღწევდა  5-15 მლნ. ტონას წელიწადში, თუმცა დღეისათვის ის არ აღემატება 4 მლნ.-ს. და ნახტომისებრი ზრდა მოსალოდნელი არაა.


უზბეკეთი მართავს მოლაპარაკებებს ქვეყნებთან, რომლებიც შესაძლოა შეუერთდნენ ამ პროექტს - პირველი რიგში იგეგმება უზბეკეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა. ამ პროექტზე ძალიან ბევრ საუბრობენ, თუმცა დღემდე ქაღალდზე რჩება.


მის წინააღმდეგ გამოდიოდა მოსკოვი - რუსი ექსპერტების აზრით, თუ ეს მარშრუტი აშენდება, ეს დაუსვამს წერტილის რუსეთის ეკონომიკურ და სამხედრო ურთიერთობებს ყირგიზეთთან. მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან არიდების მიზნით, მხარეებმა მოიპატიჟეს რუსეთი, როგორც პროექტის ნაწილი, რის შემდეგაც გაჩნდა მისი რეალიზების შესაძლებლობა.


არსებობს მეორე მარშრუტი, რომელზეც იყო გათვლა - ლაზურიტის დერეფანი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს.


მარშრუტმა დაიწყო კიდეც მუშაობა 2018 წლის დეკემბერში, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ პროექტის სარკინიგზო ნაწილი ჯერ არაა მზად სერიოზული ტრანზიტისთვის.


აშშ-ს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ცენტალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის ფრედერიკ სტარის თქმით, ლაზურიტის დერეფანს შეუძლია ევროპის დაკავშირება არა მხოლოდ ჩინეთთან, არამედ სამხრეთ აზიასთან, სადაც დღეს ხდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა.


ასეა თუ ისე, რეალობა ისაა, რომ ამ მარშრუტების დიდი პოტენციალის მიუხედავად, დღეს ჩინური საქონელი მიდის ევროპაში ყაზახეთის და რუსეთის გავლით.



Haqqin.az





„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...


მსგავსი სიახლეები

up