American Airlines-მა მფრინავების დეფიციტის გამო ივლისის რეისები შეამცირა

American Airlines-მა მფრინავების დეფიციტის გამო ივლისის რეისები შეამცირა

access_time2021-06-21 12:10:00

American Airlines-მა ივლისის შუა რიცხვებამდე ავიარეისების საერთო გრაფიკი 1%-ით შეამცირა. სხვადასხვა მიზეზს შორის პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და ტექნიკური მომსახურების დეფიციტი დასახელდა. CNBC ფრენებზე ზედამხედველობის ვებგვერდ FlightAware-ის მონაცემეებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შაბათს American Airlines-მა 123 რეისი ანუ ფრენების ძირითადი განრიგის 4% გააუქმა, კვირას კი 6% ანუ 180 რეისი. ეს რეისების საერთო რაოდენობის, მათ შორის რეგიონალური გადაყვანების 3%-ია.


აქედან თითქმის ნახევარი ეკიპაჟის მიუწვდომლობის გამო გადაიდო. თუმცა ივნისის პირველ ნახევარში შარლოტისა და დალასის საერთაშორისო აეროპორტებში American Airlines-ის მომსახურების ჩავარდნები უამონდობამაც გამოიწვია.


„უამინდობამ და სამუშაო პერსონალის დეფიციტმა, აგრეთვე, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის საკმაოდ სწრაფმა ზრდამ იძლებული გაგვხადა, ივლისის შუაპერიოდამდე დაგეგმილ ფრენებში კორექტირები შეგვეტანა,“ - ნათქვამია American Airlines-ის განცხადებაში.


ავიაკომპანიაში სწორედ უამინდობას უკავშირებენ იმას, რომ ეკიპაჟმა რეისის განხორციელებისთვის სამუშაო ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო. ამას 15 000-მდე მფრინავის გაერთიანება „მოკავშირე მფრინავთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დენის ტაჯერი აპროტესტებს და აცხადებს, რომ კომპანიამ მფრინავებს წინასწარ უნდა შესთავაზოს მეტი ზეგანაკვეთური ანაზღაურება, რათა პერსონალის დეფიციტის გადაფარვის მიზნით, მფრინავებს გრაფიკში მეტი მოქნილობა და მოტივაცია ჰქონდეთ.



„ავიაკომპანიები პლასტირს ადებენ იმ ადგილებს, სადაც ნაკერების დადებაა საჭირო,“ - აცხადებს დენის ტაჯერი, რომელიც ამავე დროს Boeing 737-ის კაპიტანია.


თვის დასაწყისში American Airlines აცხადებდა, რომ მისი მგზავრთა გამტარიანობის რესურსი მეორე კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-25%-ით შემცირდება. United Airlines გამტარიანობის 46%-მდე შემცირებას პროგნოზირებს, Delta Air Lines – 32%-ით, ხოლო Southwest Airlines მხოლოდ - 3%-ით.


BPN.GE



თეგები:
American Airlines



ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს
access_time2022-12-09 00:23:06
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ...

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი
access_time2022-12-08 22:27:45
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას...

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები
access_time2022-12-08 21:25:37
ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე მსჯელობდნენ დღეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“. როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით ქვეყანაში სამწუხარო ვითარებაა. „მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები...

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო
access_time2022-12-08 20:51:47
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ. აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს. ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან,...

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2022-12-09 00:00:39
საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 5,375.52 ათასი დოლარის ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გავიდა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გასული  ბიუსტჰალტერების ღირებულებასთან შედარებით 44%-იან ზრდას აჩვენებს.   2022 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ბაზრებზე სულ 276.78 ტონა ...


მსგავსი სიახლეები

up