ავიაკომპანია American Airlines-ის თანამშრომლებმა თვითმფრინავიდან ჩამოსვეს მგზავრი, რომელიც პირბადის გაკეთებაზე უარს აცხადებდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ბრენდონ სტრაკა, რომელიც ნიუ-იორკიდან დალასში მიფრინავდა, გახდა პირველი მგზავრი, რომელსაც ავიაკომპანია დაწესებული უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უარის თქმის გამო ვერ მოემსახურა.
კანონი ადამიანებს თვითმფრინავში პირბადის ტარებას არ ავალდებულებს, თუმცა ავიაკომპანიებს მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის საკუთარი რეგულაციები აქვთ დაწესებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge