ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ი 19 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ მათი დათხოვნა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება. თუმცა, აღნიშნული გეგმები, შესაძლოა, შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია სახელმწიფოსგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე მსხვილმა ამერიკულმა ავიაკომპანიებმა აშშ-ის მთავრობისგან 25 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღეს. დახმარების გაწევის პირობების თანახმად, ავიაკომპანიებს სამუშაო ადგილების შემცირება სექტემბრის ბოლომდე ეკრძალებათ.
ავიაკომპანია American Airlines-ში 140 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 2.2 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.
imedinews.ge