AMCHAM  საქართველოს ეკონომიკაზე რუსული ემბარგოს გავლენა მოკლევადიანი იქნება

AMCHAM საქართველოს ეკონომიკაზე რუსული ემბარგოს გავლენა მოკლევადიანი იქნება

access_time2019-07-09 15:56:06

მერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მაიკლ ქაუგილი რუსულ ტურისტული ემბარგოს გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე მოკლევადიან პერიოდში ელოდება. როგორც ის ამბობს, საქართველო რუსეთისგან ემბარგოს პირობებში ადრეც ყოფილა, თუმცა, უკვე იცის, როგორ იპოვოს გამოსავალი სწრაფად.


“საქართველო ასეთ მდგომარეობაში ადრეც ყოფილა, ჩვენ მოვახდინეთ ბაზრების დივერსიფიკაცია, თუმცა, რუსულ ბაზარზე მაინც მეტად გავხდით დამოკიდებული, იმიტომ, რომ ეს მარტივი იყო. ვფიქრობ, რომ ქართული ბაზარი მდგრადია. რაც შეხეება ტურისტულ მიმართულებას, ჩვენ, ინვესტორთა საბჭო, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატა, ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ჩვენს წევრებთან ერთად, ვმსჯელობთ, ვეძებთ გზებს. მოკლევადიან პერსპექტივაში ამას რათქმა უნდა ექნება, დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გრძელვადიან პერიოდში, ჩვენ ისევ ვისწავლით გაკვეთილს, როგორც ეს ადრე მოვხერეხთ, როცა ღვინოსა და მინერალურ წყალზე შეზღუდვები არსებობდა. უნდა ვიმუშაოთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რადგან არსებობს უამრავი სხვა ბაზარი რუსეთის გარდა. არავინ იცის, ეს შეიძლება კიდევ განმეორდეს თუ არა, ამიტომ მთავარია, საქართველომ გააგრძელოს ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკა”,- აცხადებს ქაუგილი და ხაზს უსვამს, რომ მოკლევადიან პერიოდში უფრო მცირე დროს გულისხმობს, ვიდრე 6 თვეა.




კითხვაზე, რა გავლენა იქნება ქართულ ეკონომიკაზე, თუ რუსეთი ისევ მიიღებს ქართულ ღვინოსა და მინერალურ სასმელებზე ემბარგოს გადაწყვეტილებას, ქაუგილს პროგნოზირება უჭირს.


BMG






ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up