ამბროლაურში ამფითეატრის მშენებლობის პროექტირება დასრულდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფინანსური რესურსის მოძიება, რომლის შემდგომაც გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ,,ქვაბტკრის“ ტერიტორიაზე ამფითეატრის მშენებლობა დაიგეგმება, რომელიც მომავალში რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგამოფენო დარბაზის, სცენის, საპარკინგე სივრცისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
„ამფითეატრი ყოველწლიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.“ — ნათქვამია ამბროლაურის მერიის განცხადებაში.