ამბროლაურის აეროპორტი, გახსნის დღიდან დღემდე 6100–ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

ამბროლაურის აეროპორტი, გახსნის დღიდან დღემდე 6100–ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

access_time2021-01-14 11:40:00

ამბროლაურის აეროპორტს დღეს ოთხი წელი შეუსრულდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.



პირველი რეისი ნატახტარიდან რაჭის მიმართულებით 2017 წლის 14 იანვარს შესრულდა. გახსნის დღიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 6100 ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.



ფრენების დაწყებამდე თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდებოდა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.




საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის. რადგან ამბროლაურის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.



,, ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის არსებობით რაჭაში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, შესაბამისად დამატებითი სამუშო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აეროპორტში ჯამში, ამ ეტაპზე 55 ადამიანია დასაქმებული. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით რთულ პანდემიურ პერიოდში დაუღალავი შრომისთვის. აეროპორტს კი 2021 წელს მეტი რეისისა და მგზავრის მიღება ვუსურვო,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.



ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და იანვარში უკვე პირველი რეისი მიიღო. ამ ტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.



ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. ტერმინალის არქიტექტორია მანუჩარ მახათაძე, აეროპორტის ინტერიერის დიზაინი კი მარიამ ყარყარაშვილს ეკუთვნის.





თეგები:
აეროპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up