ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ [ფოტო]

ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ [ფოტო]

access_time2019-08-23 22:00:02

ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. ამაზონის ტყის მკვიდრი ტომის წარმომადგენლის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.


მურას ტომს ამაზონის ტყის დასაცავად ბრძოლის მრავასაუკუნოვანი ისტორია აქვს. დღეს ბრაზილიაში მურას დაახლოებით 15 ათასი წარმომადგენელი ცხოვრობს. მკვიდრი ტომისთვის ამაზონის ტყეში სპეციალური ზონებია გამოყოფილი, სადაც მათ წინაპართა ტრადიციების შესაბამისად თევზჭერა და ტყის პროდუქტების მოპოვება შეუძლიათ. დღეს მურას ტომის ბევრი წარმომადგენელი შიშობს, რომ ამაზონის ტყის განადგურება მათ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. მურას ტომის ლიდერი პირობას დებს, რომ ფერმერებისგან, გაჩეხვისგან და ხანძრებისგან ტყის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.


„ეს განადგურებაა. ამ ტყისთვის მე მზად ვარ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლო. ამ ხეების სიცოცხლე განადგურებულია. თქვენ ხედავთ ამ ზარალს, თეთრკანიანი ადამიანის მიზანი ამის დასრულებაა. ჩვენი მიზანი კი ამ მიწის, ბუნების, ხეებისა და ცხოველების დაცვაა. ის რაც აქ გაკეთდა ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეა. არავინ ელოდა, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს მოხდა და ჩვენ ამას ვგრძნობთ. წლების განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობთ. ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ტყის ჩეხვას, ინტერვენციას. ტყე კვდება, ჩვენ ვგრძნობთ კლიმატურ ცვლილებებს. მსოფლიოს სჭირდება ეს ტყე. ჩვენ და ჩვენს შვილებს სჭიდება ის“, – განაცხადა ტომის ლიდერმა რაიმუნდო მურამ.


ეკოლოგების ნაწილი ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძრის კერების სიმრავლეს ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკას უკავშირებს. ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინფისი“ მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს ხანძრის კერების მკვეთრი ზრდა ტერიტორიის ტყისგან გაწმენდას ემსახურება, რათა აღნიშნულ რეგიონში მომპოვებელი საწარმოები განვითარდეს და ფერმები შეიქმნას. აღსანიშნავია, რომ ბოლსონარუ ფერემერებისთვის ეკოლოგიური ჯარიმების წინააღმდეგ გამოდის და ადგილობრივი ნაკრძალების განვითარებისთვის გახსნას ემხრობა.



ამჟამად „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული. ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეა, რადგან ეს ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს.






1ტვ


თეგები:
მურას ტომი



Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up