„Amazon“ „Metro Goldwyn Mayer“- ს ყიდულობს

„Amazon“ „Metro Goldwyn Mayer“- ს ყიდულობს

access_time2021-05-27 19:00:43

Amazon ამერიკის ერთ-ერთ უძველეს კინოკომპანია  Metro Goldwyn Mayer-ს  (MGM) 8,5 მლრდ. დოლარად ყიდულობს - ეს შენაძენი ინტერნეტ-გიგანტს „Netflix“-თან და  „Disney +“- თან კონკურენციაში დაეხმარება.

 

აქამდე „MGM“ თითქმის ერთადერთი დამოუკიდებელი კინოკომპანია იყო, მისი კონკურენტების უმრავლესობა უკვე მსხვილმა მოთამაშეებმა იყიდეს.

 

„MGM“ ერთ-ერთი უძველესი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1924 წელს დაარსდა და ამ დროისთვის 4000-ზე მეტი ფილმი გადაიღო. კომპანია ასევე საკაბელო არხ „Epix“- ს ფლობს.

 

„MGM“ მეპატრონეებს ხშირად იცვლიდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მფლობელი ამერიკელი ბიზნესმენი კირკ კერკორიანი იყო, რომელმაც კომპანია რამდენიმეჯერ იყიდა და გაჰყიდა.

 

2010 კომპანია გაკოტრდა, დღეს კი მისი დავალიანება 2 მლრდ. დოლარს აღემატება. ბოლო პერიოდში „MGM“ მყიდველს აქტიურად ეძებდა და მისი სავარაუდო ღირებულება 5,5 მლრდ. დოლარად ფასდებოდა.

 

„Amazon“ სტრიმინგ-ვიდეოსერვისს „Amazon Prime“-ს ფლობს და კინოკომპანიის ყიდვა მას

„Netflix“, „Disney+“, „Apple TV“ -თან და სხვა მსგავს სერვისებთან უმწვავეს კონკურენციაში დაეხმარება.


 

რამდენიმე დღის წინ „Amazon“-მა განაცხადა, რომ გართობის დარგში ახალი სერვისი შექმნა და ამ დარგში მის ამბიციებზე ისიც მეტყველებს, რომ ინტერნეტ-გიგანტმა „ბედჭების მბრძანებელის“ გადაღებაზე 465 მლნ. დოლარი გამოჰყო, რეკორდული თანხა სტრიმინგული პროექტისთვის.

 

ექსპერტების აზრით, „Amazon“-ის მიერ გადაღებული საკუთარი ფილმები და სერიალები ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე ნაყიდი და „MGM“-ის შეძენა განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ ამ კუთხით იქნება.

 

„ეს სტრიმინგი-ვიდეოს დარგში კონკურენციის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია. ამ კლუბში წევრობა სულ უფრო და უფრო ძვირი სიამოვნება იქნება და ამის შესაძლებლობა სულ რამდენიმე მსხვილ მოთამაშეს ექნება“ - მიიჩნევს კვლევითი კომპანიის „Evercore ISI“-ს დირექტორი მარკ მახანი.

 

მისი ვარაუდით, ბაზრის კონსოლიდაცია და გამსხვილება მომავალშიც გაგრძელდება.

2020 წელს გასართობი კონტენტის შექმნაზე Amazon-მა 11 მლრდ. დოლარი დახარჯა - ეს 40%-ით მეტია, ვიდრე 2019-ში.

 

MGM-ს გაყიდვა ბოლო წლებში  კინობიზნესის ერთადერთი მსხვილი გარიგება არ ყოფილა - 2017 წელს Walt Disney-მა კინოკომპანია 21st Century Fox 66 მლრდ. დოლარად შეიძინა. მანამდე კონცერნმა სხვა, შედარებით წვრილი, თუმცა, საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი კინოკომპანიები იყიდა - მათ შორის „Marvel Entertainment“ და „Pixar Studios“.

 

ერთი წლის შემდეგ „Netflix“ და „Amazon“-ის მხრიდან მწვავე კონკურენციამ აიძულა მედია-კორპორაცია  „AT&T“  ტელეკომპანია „Time Warner“ რეკორდულ 85 მლრდ, დოლარად ეყიდა.

 

„Time Warner გასართობი პროდუქციის სიდიდით მსოფლიოში მესამემ წარმოებელია.

 

მაშინ ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ „AT&T“-ს და „Time Warner“-ს შორის გარიგების საპასუხოდ, ბაზრის ლიდერებს, პირველ რიგში Netflix-ს და  Amazon-ს სხვა მსხვილი კინოკომპანიების ყიდვა მოუწევდათ.

 

წყარო: kommersant.ru


თეგები:
Amazon Metro Goldwyn Mayer



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up