Amazon-მა საკვების მიტანის სერვისში 575 მილიონის ინვესტიცია ჩადო

Amazon-მა საკვების მიტანის სერვისში 575 მილიონის ინვესტიცია ჩადო

access_time2019-05-17 19:00:34

ონლაინ გაყიდვების გიგანტი Amazon-ი აცხადებს, რომ Deliveroo-ს ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიაში 575 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.


Deliveroo-ში კი ამბობენ, რომ ამ თანხას საერთაშორისო მასშტაბით გაფართოებისთვის გამოიყენებენ.  ასევე გეგმავენ სერვისის გაუმჯობესებას და delivery-only Kitchens-ის ბიზნესის განვითარებისთვის.


კომპანიის ფონდში რამდენიმე ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამაც ჩადო  მცირე ინვესტიცია.  


Deliveroo-ში განხორცილებული ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ დაარსებიდან, ანუ 2013 წლიდან დღემდე 1,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ფირმა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა.


Deliveroo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი უილ შუ აცხადებს, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ემუშავა მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულ ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც Amazon-ია.



Amazon-ში აცხადებენ, რომ ისინი Deliveroo-ს ინოვაციური ტექნოლოგიებით მოიხიბლნენ.


Amazon-ი ფლობდა საკუთარ საკვების მიტანის სერვისს სახელწოდებით „Amazon-ის რესტორანი ინგლისში“, რომელიც 2016 წელს გაიხსნა, თუმცა ორ წელიწადში დაიხურა.


„Deliveroo მხოლოდ საჭმლის მიტანის სერვისი არ არის, ეს ბევრად სერიოზული ტექნოლოგიური კომპანიაა. მათ აქვთ საკუთარი პლატფორმა, რომელიც ძალიან მიმზიდველია,“ - აცხადებს საინვესტიციო კომპანია Hermes-ის მენეჯერი, ლუის დადლი BBC-სთან ინტერვიუში.


გავრცელებული ინფორმაციით Amazon-ს  ადრე Deliveroo-ს სრულად შესყიდვის მცდელობაც ჰქონდა. ასევე კურიერულ კომპანიასთან შესყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანია Uber-იც.


Deliveroo ამ შემოსავალს მეტი „სუპერ სამზარეულოს“ ასაშენებლად გამოიყენებს და შეკვეთის სწრაფად მიტანის სერვისს განავითარებს.



BBC.COM

მარიამ მორგოშია






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up