Amazon-ის ბრენდის ტელევიზორები აშშ-ს ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება

Amazon-ის ბრენდის ტელევიზორები აშშ-ს ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება

access_time2021-09-03 23:30:00

Business Insider-ის ექსკლუზივით, კომპანია Amazon საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას აპირებს, რომელიც აშშ-ს ბაზარზე ოქტომბერში გამოჩნდება. ეს კომპანიის შიგნით მეტად დაცული კომერციული საიდუმლოებაა, რომელზეც ორი წელია, Amazon Devices-ისა და Lab126-ის გუნდი მუშაობს.



გასული წლის ბოლოსთვის კომპანიამ ინდოეთში AmazonBasics TV უკვე ჩაუშვა. თუმცა ეს ტელევიზორები მწარმოებლის ბრენდის, მაგალითად, Toshiba-ს სახელს ატარებენ. იმ პერიოდში Amazon სხვა მწარმოებლებთან გაერთიანდა, რათა Fire TV-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტელევიზორები ექსკლუზიურიად გაეყიდა.



ამჯერად უკვე Amazon-ის ბრენდით გამოშვებული ტელევიზორები ონლაინ კომერციის გიგანტს პირდაპირ კონკურენტად ხდის ელექტრონიკის ისეთი მწარმოებლებისთვის, როგორიცაა Samsung, LG და Sony. მითუმეტეს, ისინი თავის პროდუქციას ხშირ შემთხვევაში Amazon-ის ონლაინ-ბაზარზე ყიდიან. ტელევიზორებს, რომლებიც Alexa-ს ხმოვანი ასისტენტით იმუშავებენ, ამ ეტაპზე მესამე მხარე შეიმუშავებს და აწარმებს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე სწრაფად მზარდი ჩინური კომპანია TCL-ია. მას ტელევიზორები კომპანია Alcatel-ისა და Samsung-ისთვისაც აქვს გაკეთებული.



მოელიან, რომ Amazon-ის ბრენდის ტელევიზორები 55-დან 75 ინჩამდე, დიდი ეკრანის მოდელები იქნება. მათი გამოშვება ოქტომბერის დასაწყისშია დაგეგმილი, თუმცა ამ მხრივ კომპანია ლოგისტიკის პრობლემას წააწყდა. Business Insider-ის წყაროს ცნობით, Amazon, ასევე, მუშაობს ტელევიზორზე, რომელსაც კომპანია მესამე მხარის გარეშე, დამოუკიდებლად აწარმოებს.




Amazon-ის ტელევიზორები, რომლებიც ინდოეთში იყიდება, კომპანიები Radiant Appliances და Electronics Pvt იქვე აწარმებენ. ისინი ოპერაციული სისტემა Fire TV-ითა და ხმოვან ასისტენტ Alexa-თი არიან აღჭურვილი. 55-ინჩიანი მოდელები დღეისთვის 588 დოლარად, 50-ინჩიანი კი - 506 დოლარად იყიდება. ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილოა, რომ AmazonBasics-ის ლოგო ეკრანზე 15 წუთის განმავლობაში ანათებს, ვიდრე პროგრამები ჩაირთვება. ასევე, ხმოვანი ასისტენტი Alexa ჩავარდნებით მუშაობს.



საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე Amazon საკუთარი ბრენდის პროდუქტით პირველად არ გადის. 2018 წელს კომპანიამ Alexa-ზე მომუშავე მოწყობილობების სერია გამოუშვა, მათ შორის, მიკროტალღური ღუმელი, ხმის გამაძლიერებელი და საბვუფერი. Amazon-ის მიზანია, ხმოვანი ასისტენტი Alexa მაქსიმალურად საყოველთაო და ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს სახლებში, სადაც ადამიანები ყველაზე მეტ დროს ატარებენ.



Business Insider-ის ცნობით, საკუთარი ბრენდის ტელევიზორები შეაძლოა, კომპანია Apple-მაც გამოუშვას, რომელიც ვიდეო-სტრიმინგში, ასევე, მილიონობით დოლარს ხარჯავს.



„ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანიის თანადამფუძნებელ სტივ ჯობსმა თავის ბიოგრაფ უოლტერ აიზეკსონს განუცხადა, რომ მოფიქრებული აქვს, თუ როგორი უნდა იყოს საუკეთესო ტვ-ინტერფეისი. თუმცა ჯობსი მალევე გარდაიცვალა და Apple-ს ათი წლის შემდეგ ბაზარზე გასვლა Amazon-მა დაასწრო,“ - წერს Business Insider.



bpn.ge



თეგები:
Amazon



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up