Amazon-ი ნიდერლანდების ოფშორული ქარის ელექტროსადგურისგან დიდი რაოდენობით ენერგიას იყიდის

Amazon-ი ნიდერლანდების ოფშორული ქარის ელექტროსადგურისგან დიდი რაოდენობით ენერგიას იყიდის

access_time2021-02-10 10:30:00

Amazon-ი აცხადებს, რომ გეგმავს ნიდერლანდებში მშენებარე უმსხვილესი ახალი ქარის ელექტროსადგურისგან ენერგიის ნახევარი იყიდოს. ამის შესახებ CNBC წერს.



ცნობისთვის, Shell-მა და Eneco-მ ჩრდილოეთ ზღვაში გასულ ივლისში 759-მეგავატიანი ქარის ენერგიის სადგურის აშენების უფლება მოიპოვეს. Amazon-ი კი ამბობს, რომ იქ გამომუშავებული ენერგიის ნახევარს ანუ 380 მეგავატს ის იყიდის, რათა ევროპაში კომპანიის ოპერირება უზრუნველყოს.



ზღვაში გაშენებული ქარის ელექტროსადგური ოპერირებას სავარაუდოდ 2023 წლისთვის დაიწყებს. სადგური ნიდერლანდების სანაპიროდან 18.5 კილომეტრში მდებარეობს, რომელსაც CrossWind Consortium-ი მართავს. ეს უკანასკნელი კი Shell-ისა და Eneco-ს ერთობლივი კომპანიაა.



სადგურზე 69 ქარის ტურბინა დამონტაჟდება, რომელთა დიამეტრი ცალცალკე 200 მეტრია.




აღსანიშნავია, რომ როგორც ბევრი ტექნოლოგიური კომპანია, Amazon-იც ცდილობს განახლებადი რესურსების გამოყენებას, რათა ჰაერში გამონაბოლქვი შემცირდეს. მოგეხსენებათ, კომპანიის მონაცემთა ცენტრები მსოფლიოს მასშტაბით დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას იყენებენ Amazon-ისა და სხვა კომპანიების კომპიუტერული ოპერირებისთვის. წლების განმავლობაში გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ი Amazon-ს ადანაშაულებდა იმ მონაცემების გასაიდუმლოებაში, რომელიც კომპანიის მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარებას ეხება. ასევე, კომპანიას აკრიტიკებენ თვითმფრინავებისა და სატვირთოების დიდი რაოდენობით გადაადგილების გამო გარემოს დაბინძურებაშიც.



ახლა კი Amazon-ი ამბობს, რომ ნიდერლანდების პროექტი მას დაეხმარება 2040 წლისთვის გახდეს კომპანია, რომლის ოპერირებაც ნულოვან გამონაბოლქვს იწვევს. კომპანია ამბობს, რომ მას ახლა 187 მზის და ქარის პროექტი აქვს მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის 125 მზის პანელები საწყობების სახურავებზე.



ამასთან, Amazon-ი ამბობს, რომ ის მსოფლიოში განახლებადი ენერგის ყველაზე მსხვილი კორპორატიული შემსყიდველია.



forbes.ge






თეგები:
Amazon



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up