ამერიკული კომპანია Amazon-ი აპირებს დამატებით 125 ათასი თანამშრომლის დასაქმებას შტატებში კომპანიის საწყობებსა და მიწოდების სამსახურში.
ამის შესახებ Amazon Delivery Services-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ბოზმენმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს 125 ათასი თანამშრომელი საჭიროა იმისთვის რომ ლოჯისტიკის განვითარება არ ჩამორჩეს ჩვენს ზრდას,“ - განაცხადა მან.
მანვე დასძინა, რომ ამ ვაკანსიების მხოლოდ მცირე ნაწილი მოახდენს ადრე შეკვეცილი შტატების კომპენსირებას. ახალი თანამშრომლები გადანაწილდებიან ძირითადად კომპანიის ახალ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ობიექტებში, რომელთა გახსნას კომპანია გეგმავს სექტემბერ-ოქტომბერში. ვაკანტურ ადგილებზე Amazon-ი კანდიდატების მოძიებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, თუმცა, ზუსტი ვადები ცნობილი არ არის.
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ კომპანია 18 დოლარამდე ზრდის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას.
bpn.ge