Amazon-ი ჭკვიანი მაცივრის გამოშვებას გეგმავს

Amazon-ი ჭკვიანი მაცივრის გამოშვებას გეგმავს

access_time2021-10-07 10:30:00

Amazon-ის ფიზიკური მაღაზიების განყოფილებაში ჭკვიანი მაცივრის გამოშვებას ფიქრობენ, – ამის შესახებ Business Insider-ი წერს. ცნობისთვის, კომპანიის სწორედ ამ დეპარტამენტმა შექმნა Amazon Go-ს ბრენდის ქვეშ მოქცეული მაღალტექნოლოგიური მაღაზიები. Business Insider-ის ინფორმაციით, ჭკვიან მაცივარს მარაგების მართვა, მომხმარებლის პროდუქტების ყიდვის რუტინის შესწავლა და მასზე დაყრდნობით პროდუქტების შეთავაზება და შეკვეთა შეუძლია – მეტიც, პროდუქტების მოტანის შემდეგ, მაცივარი მათ ვარგისობასა და შემადგენლობას შეისწავლის და დააკვირდება.


Business Insider-ის ინფორმაციით, ამ პროექტზე, რომელსაც „პროექტი პულსი“ ჰქვია, კომპანიაში უკვე ორი წელია, რაც მუშაობენ. პროექტს Amazon-ის კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოპი პრაშანტი კურირებს. Amazon-ის ჭკვიანი მაცივრის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მეტიც, არავინ იცის, გამოჩნდება თუ არა ის საერთოდ. თუმცა, თუ ეს მართლაც მოხდა, მოსალოდნელია, რომ ამ მოწყობილობას Amazon-ი სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით გამოუშვებს.



აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი მაცივრის იდეა – არახალია. საკვების დახარისხება, მაღაზიიდან შეკვეთა და სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან დაკავშირება Samsung-ისა და LG-ს მაცივრებსაც შეუძლიათ. ისე კი, თავისთავად ცხადია, რომ ამ მხრივ Amazon-ს კონკურენტული უპირატესობა ექნება – კომპანია ხომ არაერთ სავაჭრო ქსელს ფლობს. მეტიც, Amazon-ი ჭკვიანი ასისტენტის, Alexa-ს ინტეგრაციითაც იხეირებს.


forbes.ge

თეგები:
Amazon



საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up