Amazon-ი ბაიდენს: ვაქცინაციის პროცესში ჩვენს თანამშრომლებსაც მიანიჭეთ პრიორიტეტი

Amazon-ი ბაიდენს: ვაქცინაციის პროცესში ჩვენს თანამშრომლებსაც მიანიჭეთ პრიორიტეტი

access_time2021-01-21 15:30:00

Amazon-ი აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვს თავისი თანამშრომლები ვაქცინის დისტრიბუციის დროს გაითვალისწინოს და პრიორიტეტი მიანიჭოს.



ბაიდენს შესაბამისი წერილი ტექ-კომპანიამ უკვე გაუგზავნა, რომელშიც Amazon-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დეივ კლარკი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კომპანია მზადაა დაეხმაროს ქვეყანას 100 მლნ ამერიკელის ვაქცინაციაში.



ამასთან კლარკი ამბობს, რომ Amazon-ს აშშ-ში 800 000-ზე მეტ თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ლოგისტიკურ ცენტრებში, მონაცემთა ცენტრებსა და კომპანიის მაღაზიებში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ. ამიტომაც მისი თქმით, აუცილებელია, რომ რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მათი ვაქცინაცია.




ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Amazon-ი თავისი თანამშრომლებისთვის ცდილობს ვაქცინის დროულად უზრუნველყოფას. გასულ თვეს კლარკმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებს გაუგზავნა წერილი ვაქცინაზე დროულად წვდომის უზრუნველყოფის თხოვნით. მსგავსი თხოვნით უწყებას მიმართა Uber-მაც თავისი მძღოლებისთვის, ასევე ეროვნულმა რითეილ-ფედერაციამ.



შეგახსენებთ, Amazon-მა ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიის 19 000-ზე მეტი თანამშრომელი დაინფიცირდა, ამიტომაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია.




forbes.ge







საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up