Amazon-ი ავტოპარკის ელექტრომობილებით განახლებას გეგმავს

Amazon-ი ავტოპარკის ელექტრომობილებით განახლებას გეგმავს

access_time2021-11-03 12:30:00

მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი კომპანია Amazon-ი არსებული ავტოპარკის შეცვლას გეგმავს. კომპანიის მიწოდების სერვისში ამ დროისთვის ჩართულია საწვავზე მომუშავე ავტომობილები, რომლებიც კომპანიის გეგმის თანახმად ელექტრომობილებით ჩანაცვლდება. Amazon-ის სტრატეგია ითვალისწინებს 2040 წლისთვის კომპანიის სრულ დეკარბონიზაციას. აღნიშნულის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება 2040 წელს გავიდეთ ნულოვან ემისიებზე. ამ მიზნის მისაღწევად 2025 წლისთვის ჩვენ 100%-ით გადავალთ განახლებად ენერგიაზე და უკვე ახლა ვმუშაობთ ავტოპარკის ჩანაცვლებაზე, რომლითაც ვაწარმოებთ მიწოდების მომსახურებას კლიენტებისთვის“, - განაცხადა მან.



Amazon-ის თავკაცმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომპანია 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც დარჩა და უნდა აღვადგინოთ ის, რაც დავკარგეთ“, - განაცხადა მან.




ბეზოსმა სიტყვით გამოსვლისას დასძინა, რომ კოსმოსში ახლახან გაფრენამ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ რამდენად მოწყვლადია დედამიწა მოსალოდნელი კლიმატური ცვლილების პირისპირ. „როცა პლანეტას ზემოდან უყურებ, ატმოსფერო იმდენად თხელი მოსჩანს, ხოლო სამყარო იმდენად სუსტი“.



bpn,ge



თეგები:
Amazon



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up