Amazon–ის გენერალურმა დირექტორმა ენდი ჯასიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მის კომპანიას 5%–იანი ფასნამატი უნდა გაეკეთებინა სერვისებზე საწვავის გაძვირებისა და ინფლაციის ზრდის გამო. კომპანიას ხარჯები ფასების ზრდამ, კორონავირუსის პანდემიამ და უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ გაუზარდა, წერს CNBC.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ჯასის თქმით, „შეუძლებელია დროის გარკვეულ მონაკვეთში ყველა ამ ხარჯის დაფარვა გააგრძელო და თან მომგებიანი ბიზნესი აწარმოო“.
Amazon ცდილობდა, ეს ყველა დანახარჯი ეტვირთა, მაგრამ ასეთი დატვირთვა უკვე გაუსაძლისი გახდა ჯერ პანდემიის და ახლა უკვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე.
Amazon–მა ოთხშაბათს იმ ამერიკელი გამყიდველებისათვის, რომლებიც მისი მიწოდებისა და საქონლის შენახვის სერვისებით სარგებლობენ, 5%–იანი მოსაკრებელი დააწესა.
ფასნამატი ძალაში დაახლოებით ორ კვირაში შევა.