AMAZON გაყიდვების მოცულობით Walmart-ს უახლოვდება

AMAZON გაყიდვების მოცულობით Walmart-ს უახლოვდება

access_time2022-05-11 21:00:38

უმსხვილესი ინტერნეტ საცალო მოვაჭრის AMAZON-ის გაყიდვებმა 2021 წელს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და $470 მლრდ-ს მიაღწია. ეს თანხა 2021 წლის მაჩვენებელს 22%-ით 2019 წლის მაჩვენებელს კი 68%-ით აღემატება.


AMAZON ონლაინ გაყიდვებში უპირობო ლიდერია, იმავე 2021 წელს ALIEXPRESS-ის საშუალებით მხოლოდ $130 მლრდ-ის პროდუქცია გაიყიდა, რაც ამერიკულ კონკურენტთან შედარებით 3.6-ჯერ ნაკლებია. ერთადერთი ვისაც AMAZON ჩამორჩება, ეს ასევე ამერიკული, ჩვეულებრივ სუპერმარკეტთა ქსელი Walmart-ა, მაგრამ სხვაობა წლიდან წლამდე მცირდება.



2006 წელს Wall mart-ის შემოსავალმა AMAZON-თან შედარებით 1700%-ით მეტი $309 მლრდ შეადგინა, 2011 წელს 773%-ით მეტი $419 მლრდ, 252%-ით მეტი - $479 მლრდ, 2021 წელს კი მხოლოდ 18%-ით მეტია - $568 მლრდ. აბსოლუტურ ლიდერობამდე დარჩენილი დრო უკვე შორს აღარ არის. 2006-2016 წლებში Walmart-ის გაყიდვები 80%-ით გაიზარდა, AMAZON-ის 4100%-ით.


AMAZON ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააარსა, ღია სააქციო საზოგადოებად კი 1997 წელს გარდაქმნა. თავდაპირველად ინტერნეტით მხოლოდ წიგნები იყიდებოდა. ინტერნეტ-ვაჭრობის იდეა გასული საუკუნის მიწურულს ქილიკის მიზეზი ხდებოდა, მეოთხედ საუკუნეზე მოკლე დროში ბეზოსმა ცენტი-მილიარდერისა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მოიპოვა. დღეს ბეზოსი $133 მლრდ-იანი ქონებით Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. თავად AMAZON-ის კაპიტალიზაცია კი 11 მაისის მდგომარეობით $1.1 ტრლნ-ს შეადგენს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up