Amazon ელექტრონულ რობოტაქსის აამოქმედებს

Amazon ელექტრონულ რობოტაქსის აამოქმედებს

access_time2021-11-14 21:00:39

Amazon-ის შვილობილი კომპანია Zoox ელექტრონული უპილოტო რობოტაქსის აამოქმედებს. ეს იქნება მსოფლიოში პირველი უპილოტო ელექტროტაქსი, რომელიც ჩვეულებრივ საქალაქო გზებზე იმოძრავებს.

რობოტაქსის შემქმნელი კომპანია ონლაინ-რითეილერმა 2020 წელს იყიდა და ამ ეტაპზე Zoox თავისი გამოგონების მასშტაბური დანერგვისთვის ემზადება.

პირველად უპილოტო ელექტროტაქსი ლას-ვეგასში ამუშავდება. გარდა ამისა ახალი ტექნოლოგიის ტესტირება სიეტლში და სან-ფრანცისკოში იგეგმება. Zoox-ის დამფუძნებლის და ტექნიკური დირექტორის ჯესი ლევინსონის თქმით, მისი კომპანია იქნება პირველი, რომელიც ელექტრონულ რობოტაქსის სრულფასოვნად აამოძრავეს ქალაქების გადატვირთულ ქუჩებში.

„ხმაურიანი პრეზენტაციების ნაცვლად ჩვენ აქცენტს კომპანიის განვითარებაზე ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციები და ბიზნეს-შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვეოდეს. ეს ფართომასშტაბიანი მუშაობისთვის მზადებას და კადრების ოპტიმალურად გამოყენებას გულისხმობს. სწორედ ამით ვართ დღეს დაკავებულები“ - განაცხადა ლევინსონმა.

Zoox-ს რამდენიმე ძლიერი კონკურენტი ჰყავს - Waymo, რომელიც Google-s მფლობელი კომპანიის Alphabet-ს შექმნილია, Cruise (ინვესტიციები მიიღო General Motors-ისგან) და Argo AI (აფინანსებენ Ford და Volkswagen).

ყველა ეს კომპანია იბრძვის იმისთვის, რომ ელექტრონული თვითმავალი ტაქსები ამერიკის ქალაქების ქუჩებში პირველმა დანერგოს.

ამ ეტაპზე Waymo მართავს საშუალო ზომის ავტონომიური ელექტროტაქსების სერვისს ქალაქ ფინიქსში და ფილიალის გახსნას სან-ფრანცისკოში გეგმავს. თუმცა, ორივე შემთხვევაში სერვისი მოქმედებს მხოლოდ შეზღუდულ, მკვეთრად განსაზღვრულ ზონებში და ძირითად გზებზე ჯერ არ ვრცელდება.


ამ დროისთვის არც Zoox და არც მისი კონკურენტები რობოტაქსის სრულფასოვან საზოგადოებრივ ტრანსპორტად ჩამოყალიბების ვადებზე არაფერს ამბობენ.

როგორც ცნობილია, ილონ მასკი რობოტაქსის სრულფასოვან ამოქმედებას 2022 წელს გეგმავდა, თუმცა, გაცხადებულ მიზანს ვერ მიაღწია. უკვე 2021 წელი სრულდება, Tesla-ს რობოტაქსი კი ამერიკის ქალაქების ქუჩებში ჯერაც არ გამოჩენილა.

კომპანია Zoox კალიფორნიის ქალაქ ფოსტერ-სიტიში დაარსდა, ამავე შტატში, ქალაქ ფრიმონტში მდებარეობს მისი ფუტურისტული ავტომობილების მწარმოებელი მცირე ქარხანა.

ამჟამად კომპანიაში 1500 ადამიანი მუშაობს და ხელმძღვანელობა შტატების შემცირებას არ გეგმავს, თუმცა, ძველ თანამშრომელთა ნაწილი კომპანიას ტოვებს.

„ჩვენ მათ ძალიან ვაფასებთ იმის გამო, რომ ჩვენს გვერდით პირველივე ეტაპზე იყვნენ. ალბათ მათთვის კომპანიის განვითარების პირველი ნაბიჯები უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ის, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით. დღევანდელი ფაზა უფრო მოსაწყენი და მონოტონურია, თუმცა, სწორედ დღეს ჩვენ გვაქვს შანსი ავაშენოთ კომპანია,რომელიც რეალურ პროდუქტს ქმნის და საზოგადოებას ცვლის“ - განაცხადა ლევინსონმა.


წყარო: forbes.ru

ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up