„ამაზე მძიმე მდგომარეობა ისაა, ვიღაც გამოვიდეს და თავი მოიკლას, რომ გაკოტრდა“ : ივა ჭყონია ლარის გაუფასურებაზე

„ამაზე მძიმე მდგომარეობა ისაა, ვიღაც გამოვიდეს და თავი მოიკლას, რომ გაკოტრდა“ : ივა ჭყონია ლარის გაუფასურებაზე

access_time2019-09-06 12:00:55

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ლარის კვლავ გაუფასურებას ეხმიანება და ამბობს, რომ ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს უჭირს და ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ბევრი მათგანი წნეხს ვეღარ გაუძლებს.


ივა ჭყონიას თქმით, ლარის გაუფაუსურებით ზარალდება ბიზნესი და ღარიბდება მოსახლეობა. ასეთ დროს პირდაპირი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:

 

„ამაზე მძიმე მდგომარეობა არის ის,რომ ვიღაც გამოვიდეს და თავი მოიკლას, რომ გაკოტრდა. დაახლოებით, მესამე წელია მიწევს ამ თემაზე საუბარი. არა თუ მძიმე, არამედ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ფასების ზრდის პირველი ტალღა დაიწყო ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. სექტემბრის პირველ  ნახევარში, ათ სექტემბრამდე ძირითადად, ყველგან აისახება გაზრდა. ნებისმიერი, ვინც დადის სუპერმარკეტში ნახავს,რომ  გაძვირებულია ფასები 10-დან 15%-მდე. დამერწმუნეთ რომ  დოლარი 3.0 ლარს თუ გადასცდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან კომპანიები. მსყიდველობითუნარიანობა საკმაოდ დავარდნილია, სამომხმარებლო კალათა იზრდება და ხელფასი იგივეა“,- განმარტავს ივა ჭყონია.


მისივე თქმით, დღეს საქართველოში მოსახლეობის  დიდი ნაწილს სესხი აქვს აღებული, მსგავს არასტაბილურ მდგომაროებაში კი ეს საკითხის უფრო პრობლემური ხდება.

მეორე მხრივ, მოქალაქეები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ ფუფუნების საგნებსა და პროდუქტზე, რაც ძალიან რთულია კომპანიებისთვის. როდესაც რეალიზაცია ვარდება, ბიზნესი  წნეხს ან გაუძლებს, ან ვერ გაუძლებს:

 

„თავს რომ იწონებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნეს სესხებია გაზრდილიო. სწორი თქვა, არის გაზრდილი, თუმცა რა კუთხით ?  - ბიზნეს სესხები გაზრდილია იმისთვის, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ თავი და არ დაკარგონ პოზიციები, გაისტუმრონ ის ვალდებულებები, რომლებიც აქვთ. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს ყოველივე მომაკვდინებელია.

ამასთან,  ჯაჭვურად ლარის რყევები მიბმულია ბანკებზე, რადგან  ყველა ბიზნესსექტორი სარგებლობს საბანკო კრედიტით. ამ ვალდებულებების უკან კი დგას უძრავი ქონება. წარმოიდგინეთ რამდენად მძიმე სიტუაციაში შეიძლება ჩავარდეს ბიზნესი? რამდენად პრობლემატურია უკვე ის, რომ კომპანია ვერ გაუძლებს, გაკოტრდება და თანამშრომლებს შეამცირებს. პირველ ეტაპზე, ყოველთვის ცდილობენ რომ შეამცირონ თანამშრომლები და შეუმცირონ ხელფასები.

 

ლარის გაუფასურებით ბზინესსზე ასახული პრობლემები საბანკო სექტორისთვისაც გამოწვევა ხდება:


„როდესაც ასეთი მძიმე მდგომარებაა, ბევრი  ბიზნესი გაკოტრდება და ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებით დარჩება. ბანკს კი მოუწევს აღსრულება და ქონებების რეალიზება, ამიტომ საბანკო სექტორზეც ნეგატიურად აისახება ეს ყოველივე. ფაქტია, ბანკებისთვის  არასდროსაა მომგებიანი  უძრავი ქონების ხელში ჩაგდება და პარალელურ რეჟიმში, თავად უძრავ ქონებასაც აღნიშნული სქემა და მოდელი აუფასურებს.


ამ რეალობაზე პასუხისმგებლობას ივა ჭყონია ხელისუფლებლას აკისრებს. არსებული ჯაჭვური პრობლემების მოგვარებას, პირველ რიგში, ლარის დასტაბილურება სჭირდება. თუმცა  მთავრობა განსხვავებულად მოქმედებს, ამიტომ ბიზნესის მხარდაჭერის იმედი ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს:


„როდესაც საპროტესტო აქცია ასეთ ეკონომიკურ რყევას იწვევს და ამაზე აპელირებს სახელმწიფო და არ მოქმედებს, ძალიან არაკომპეტენტური განცხადებაა. ამის შემდეგ, სახელმწიფოს არ უნდა უკვირდეს ბიზნესის მხრიდან ნდობის არქონა და შიში. ეს ნეგატიური მოლოდინები ჰქმნის იმას, რომ ვიღაც წინასწარ ყიდულობს დოლარს და ა.შ.

ნეგატიურ მოლოდინს ქმნის თავად ხელისუფლება, რომელიც არის ჩვენ მიერ არჩეული. ბიუჯეტში ფულს ვიხდით და სარგებელს ისინი ნახულობენ . ბიზნესისთვის კი - ოპერატორებისთვის , იმპორტიორებისთვის, მწარმოებლებისთვის, მთავარი საზომი არის ლარის კურსი.

დღესდღეობით, კერძო სექტორისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვა კი არა, სამი თვის დაგეგმვაა უკვე რთული, ისე სწრაფად ხდება რყევები. როცა 2019 წელს ბიუჯეტი 2.3-ზე დაიგეგმა, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ რეალურად ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში,  მაქსიმალური ვისაც შეეძლო აეღო 2.7 იყო, ისე ტრიალებდა 2.65-67 შორის“.


ხელისუფლების გარდა, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე პასუხისმგბელობას ეროვნულ ბანკსაც აკისრებს:

 

„ბოლო წლების განმავლობაში, ლარი გაუფასურებას ყოველთვის იწყებდა ამ პერიოდში, ან ცოტა მოგვიანებით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი რაც ლარის გაუფასურებას იწვევს, მეოთხე კვარტალში მთავრობის მიერ გადახდილი ვალდებულებებია. სატენდერო სამუშაოების დროს  არის შემთხვევები, როცა საბანკო გაარანტიით მოაქვთ პროდუქცია და შემდეგ ამ ვალდებულებებს იხდიან უცხოურ ვალუტაში. ეს ლოგიკურად კიდევ უფრო აუფასურებს ლარს. ამიტომ ეკონომიკური გუნდი ვალდებულია შიდა ფაქტორებზე იზრუნოს.

ამ მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად, ეროვნული ბანკი  უცხოურ ვალუტას იძენს და შემდეგ ხდება მისი  ამოღება საბრუნავი საშუალებებიდან -  ეს ყოველივე უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს კლავს  მცირე და საშუალო ბიზნესს“.



შეგახსენებთ,  ლარმა მორიგი გაუფასურება რამდენიმე  დღის წინ დაიწყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9598 ლარი გახდა.


რაც შეეხება, კომერციულ ბანკებს,  ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარსაც აჭარბებს. 

თეგები:
ივა ჭყონია



„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...


მსგავსი სიახლეები

up