დაჯარიმებული მძღოლები, გაზრდილი ტარიფები, უკმაყოფილო მგზავრები და საპროტესტო აქცია მერიასთან - „გადაღებე კალაძე —   ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის პირველი შედეგები

დაჯარიმებული მძღოლები, გაზრდილი ტარიფები, უკმაყოფილო მგზავრები და საპროტესტო აქცია მერიასთან - „გადაღებე კალაძე — ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის პირველი შედეგები

access_time2019-10-02 18:00:36

 არაერთი დაჯარიმებული მძღოლი, გაზრდილი ტარიფები ტაქსით მომასახურებაზე, საზოგადოების მხრიდან დიდი უკმაყოფილება  და საპროტესტო აქცია მერიასთან  -  „გადაღებე კალაძე —   ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედების პირველი შედეგები.



ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი გუშინ, 1 ოქტომბერს ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ყოველი კერძო ტაქსი  უნდა იყოს თეთრი ფერის, ხოლო სხვა ფერის ტაქსს არ აქვს უფლება ტაქსის ნიშნის ქვეშ გზიდან აიყვანოს მგზავრი. ფერადი ტაქსის მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ ტაქსის კომპანიებში გამოძახებით. ტაქსების დაყოფა მოხდა  A და B კატეგორიებად. A კატეგორიისაა თეთრი ფერის ტაქსი, რომელსაც მიენიჭა უფლება ისარგებლოს უფასო პარკირებით. ამავე  ტაქსებს გადაეცემათ სპეციალური მანათობლები წარწერით „ტაქსი თბილისი“.  


როგორი იყო ტაქსების რეფორმის ამოქმედების პირველი დღე? ამის შესახებ მარტივად სოციალური ქსელიდანაც  შეექმნა საზოგადოებას წარმოდგენა. გამოძახებები, რომლებიც ორჯერ და სამჯერ გაზრდილ ტარიფს სთავაზობდნენ მგზავრებს ( ძირითადად სოციალურ ქსელში Bolt-ი და YandexTaxi სახელდებოდა).  ფაქტობრივად, უმუშევრად დარჩენილი მძღოლები, როლებიც ქუჩებში, ტაქსის ტრაფარეტის გარეშე მგზავრებს ვერ ემსახურებოდნენ  და კიდევ ის მძღოლები, რომლებთაც  რეგულაციის დარღვევის გამო საპატრულო პოლიცია აჯარიმებდა. 



მძღოლისთვის ჯარიმის ოდენობა “ფერადი ტაქსით“ გადაადგილებისას 100 ლარს შეადგენს. თუმცა, როგორც “კომერსანტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ჯარიმების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 


„ამას მუშაობა ჰქვია? მგზავრი ვერ გაგვაჩერებს ქუჩაში, მხოლოდ გამოძახებებით ვმუშაობთ. ამ რეფორმით  ჩვენც ვზარალდებით და მგზავრებიც.“ - ასე აფასებს ტაქსების რეფორმის მეორე დღეს ტაქსის კომპანია 200-200-ის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია.


„ტაქსების გადაღებვა უსაფრთხოებასთან არანაირ კავშირში არ არის. ნაწილმა გადაღება, თუმცა უხარისხო სარებავი იყო და  ნახევარი უკვე მოცილდა.  მძღოლის კუთვნილებაა მანქანა და უნდა გადაღებავს, უნდა არა.  ტაქსების რეფორმის ყველა საკითხს ვეთანხმები გადაღებვის გარდა - მარჯვენა საჭეს, აღრიცხვას.  მაგრამ ეს გადაღებვა იძულებითია. არ გადაღებვაზე ჯარიმა 100 ლარია,  წარმოგიდგენიათ ტაქსის მძღოლისთვის ეს თანხა რამდენად რთული საშოვარია. გავიგეთ, რომ ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ ფაქტია, ეს სიხისტე პროტესტს იწვევს“ - აცხადებს ნიკა ხოფერია „კომერსანტთან“ საუბარში.

 

 დღესვე, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა  დედაქალაქის მერიას მოუწოდა, “ძველ თბილისში“ მოქალაქეების დაჯარიმება “წითელი ხაზების” დადგენამდე შეწყდეს.


მისი განცხადებით, იმის გამო, რომ ტაქსის მძღოლები არ იყვნენ ინფორმირებულნი, მოხდა ისე, რომ ტაქსების უმრავლესობა, რომლებსაც არ ჰქონდათ თავიანთი მანქანები გადაღებილი და არ იყვნენ დაქვემდებარებული მერიის მიერ გაცემულ განკარგულებას, დააჯარიმეს.



„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კი, პარლამენტში გამოსვლისას თბილისის მერიის ინიციატივას ტაქსების გადაღებვის თაობაზე კორუფციული უწოდა:


24 ათასი ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება იმ ახირების და კორუფციული ინიციატივის გამო, რომელიც მერიიდან მოდიოდა. თეთრი ფერით მანქანების გადაღებვით აბსოლუტურად არაფერი იცვლებოდა ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით,“ – აღნიშნა გოცირიძემ.



„გადაღებე კალაძე - ამ სლოგანით დედაქალაქის მერიასთან, სამოქალაქო მოძრაობის „შეცვალე"-ს წევრებმა, ტაქსების რეგულაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ტაქსების თეთრ ფერად გადაღება სავალდებულო გახდა.


აქტივისტებს ხელში თეთრი საღებავი, ფუნჯები და ფოტოსურათები უჭირავთ, სადაც გამოსახულია ცნობილი ფრანგული ფილმი ტაქსის მთავარი გმირი დედაქალაქის მერთან ერთად. ამასთან, ფოტოებზე სიტყვა ტაქსის ნაცვლად, დედაქალაქის მერის სახელის შესატყვისად კაქსი აწერია.


აქტივისტებმა თბილისის მერიის კანცელარიაში საღებავები, ფუნჯი და ის ფოტოსურათი ჩააბარეს, სადაც ფილმ „ტაქსის გმირი და კახა კალაძე არიან გამოსახულები.


„ბატონ კახას პირადად გადაეცით, თავის ენაზე, რომ „გაკრასკოს მებელი, - მიმართეს კანცელარიაში მისულმა აქტივისტებმა მერიის თანამშრომელს.


აქტივისტები აღნიშნავენ, რომ რეგულაციები ზიანს აყენებს როგორც მოქალაქეებს, ისე ტაქსის მძღოლებს.


„30 000 ტაქსიდან, მხოლოდ 10%-მა მოახერხა და შეცვალა ტაქსის ფერი. ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგულაციები გაუქმდეს და მიეცეთ მათ მეტი თავისუფლება და ორი კაპიკი შეიტანონ სახლში თავისუფლად. არ გვინდა, რომ დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ ადამიანებს, რომელთათვისაც ერთადერთი შემოსავლის წყარო გახდა 24 საათი საჭის ტრიალი, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა შეცვალეს წევრმა, ნიკა ფარულავამ ინტერპრესნიუსთან.



ქალაქში ტაქსების ლიცენზირების აუცილებლობის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2017 წელს განაცხადა.


მერიის მიერ „ა კატეგორიის“ ტაქსის მძღოლებისთვის გამოიყო 800 ლარიანი ვაუჩერები, რომელიც ყოველგვარი გადასახადების გარეშე აძლევთ საშუალებას გადაღებონ ან გადააკრან ფირი. ამ ეტაპზე კი, კალაძის თქმით ძალიან ცოტა ვაუჩერია აღებული და ცოტა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისით. 


 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თბილისში 26 ათასი ლიცენზირებული ტაქსია. აქედანტექდათვალიერება ვერ გაირა 30-მა პროცენტმა. დარჩენილი 70 პროცენტიდან ნახევარზე მეტმა კი  კატეგორიზაციის პროცესი უკვე გაიარა და მათ შორის 24 პროცენტი  A კატეგორიაში მოხვდა.


თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ, გამოდის, რომ დღეისათვის ლიცენზირებული 26 ათასი ტაქსიდან მხოლოდ 2000-2500 ტაქსს აქვს მინიჭებული A კატეგორია.

 

 მარიამ მორგოშია

 





ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up