პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ამანათების რაოდენობამ 60%-ით იკლო

პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ამანათების რაოდენობამ 60%-ით იკლო

access_time2020-08-26 10:00:17

მსოფლიოში ონლაინ გაყიდვების მზარდი მაჩვენებლის მიუხედავად, გლობალურმა პანდემიამ ისევე, როგორც სხვა სექტორზე საერთაშორისო ამანათებზეც მოახდინა გავლენა. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში ამანათების გადამზიდავ კომპანიებს წინა წელთან შედარებით გზავნილებზე მოთხოვნის პროცენტული სხვაობის დასახელება უჭირთ.


რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო გზავნილებზე, რა ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა და რომელ პროდუქტებზე იყო ძირითადად მოთხოვნა, ამ და სხვა კითხვებით კომერსანტი ამანათების გადამზიდავ ქართულ კომპანიებს დაუკავშირდა.


როგორც „კომერსანტს“ „საქართველოს ფოსტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნუკა ბაინდურაშვილმა განუცხადა, პანდემიის პერიოდში საერთაშორისო გზავნილებთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.


„პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა საერთაშორისო მიმართულებაზე იქონია, თუმცა კარანტინის პერიოდში ადგილობრივი გზავნილების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ სპეციალური პროდუქტიც კი შევქმენით -  „სახლიდან სახლში“, რათა სხვადასხვა რეგიონში ჩარჩენილ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ დაეკარგა და შეღავათიან ფასებში ამანათების გაგზავნა მოეხერხებინათ.


ზოგიერთ ქვეყანაში ამანათები შეაჩერეს. მაგალითად ჩინეთიდან და სხვა რიგი ქვეყნებიდან მარტში გამოგზავნილი ამანათები ახლა ჩამოდის. დამუშავებისა და ჩამოსვლის პროცესიც საკმაოდ გახანგრძლივდა, ტრანზიტზე დამატებით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდებოდა როგორც სახლმელეთო, ასევე ავიაგადაზიდვების შემთხვევაში“, - აცხადებს ნუკა ბაინდურაშვილი.


როგორც ნუკა ბაინდურაშვილი აღნიშნავს შემომავალმა საერთაშორისო გზავნილებმა თითქმის 60%-ით იკლო.


„ერთადერთი უწყება ვიყავით, რომელსაც მუშაობა არ შეუწყვიტავს, მაგრამ მარტიდან ივნისის ჩათვლით საერთაშორისო მიმართულებით, როგორც კომერციული ტვირთების, ასევე პირადი გზავნილების შემცირება მოხდა.

საფოსტო სერვისების მიმართულებით პერსონალურ ამანათებზე მოთხოვნა ბევრად გაზრდილი იყო, ვიდრე წერილობით კორესპონდენცია. ასევე, შიდა ბაზარზე რიგი მაღაზიების ელექტრონულ კომერციაზე გადასვლაც დადებითად აისახა კომპანიაზე და გაზარდა ამანათების რაოდენობა. ამ ეტაპზე, თანდათანობით ვუბრუნდებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდს“, -განმარტავს ნუკა ბაინდურაშვილი.



ანალოგიური პრობლემა შეექმნა კომპანია Camex.ge-საც. როგორც კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორმა გიგა სეთურიძემ აღნიშნა, პანდემიის დაწყებიდან პრიველი ორი თვე გამოწერების კუთხით კრიტიკული ვარდნა იყო.


საკმაოდ დიდი ვარდნა იყო წონებში, მაგრამ კომპანიამ რამდენიმე ათეული თანამშრომლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. განსაკუთრებულად მძიმე პირველი ორი თვე იყო, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და მსოფლიო პანიკამ მოიცვა. სწორედ ამ დროს გამოწერები დაახლოებით 70-80%-ით შემცირდა.


იმ დროს როცა კომპანიას ყოველწლიური ზრდა ჰქონდა, წინა წლებთან შედარებით წელს 40%-იანი კლებაა. ეს დიდი სხვაობაა, რაც არა მარტო პანდემიამ, არამედ დოლარის კურსის ზრდამაც გამოიწვია.  განმარტავს გიგა სეთურიძე.


InexGroup-ის დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით განსაკუთრებული ზიანი მათ კომპანიას არ მიადგა, რადგან მუშაობას კარანტინის პერიოდშიც აქტიურად აგრძელებდნენ.


„ჩვენ მუშაობის უფლება თავიდანვე გვქონდა. შესაბამისად, კომენდატის საათი და სხვა შეზღუდვა არ შეგვხებია. ზოგადად, პანდემიის პერიოდში (აპრილი-მაისი) გამოწერების რაოდენობა დაახლოებით 10-15 %-ით შემცირდა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არ არის.


ჩვენ ორი ტიპის ამანათები გვაქვს -  გამოწერილი და პერსონალური. პერსონალური ამანათები იმ პერიოდში ფაქტობრივად გაჩერდა, რადგან იტალია და საბერძნეთი დაკეტილი იყო, ადამიანები გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. თუმცა მაისის დასაწყისში როგორც კი ქვეყნები გაიხსნა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რეალურად იმაზე დიდი რაოდენობით წამოვიდა ამანათები ვიდრე პანდემიამდე იყო.


რაც შეეხება გამოწერებს, სტაბილურად გრძელდება, ის 10 %-იანი ჩავარდნა იყო, თუმცა შემდეგ ისევ მოიმატა. რეალურად უარყოფითი ფინანსური  გავლენა ჩვენს კომპანიაზე არ ყოფილა.


ზოგადად, ყოველწლიურად, ივლისისა და აგვისტოს თვეები პასიური პერიოდია, თუმცა აგვისტოს ბოლოს, როდესაც ადამიანები უკვე სექტემბრისთვის იწყებენ მზადებას შეკვეთების რაოდენობა ისევ მატულობს. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე ტენდენციაა რაც სხვა წლებში იყო“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.


როგორც გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, შეკვეთებმა უმეტესწილად ჩინეთიდან იმატა და რაიმე კონკრეტულ პროდუქტზე მოთხოვნა არ გაზრდილა.


„ამ პერიოდში შეკვეთებმა უფრო ჩინეთიდან მოიმატა, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში სტაბილური ვითარებაა, თუმცა ამას პანდემიას არ ვუკავშირებთ. პროდუქტების კუთხით მოთხოვნა არ შეცვლილა. ძირითადად, შეკვეთების 80% ისევ ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზეა.“ - განმარტავს გიორგი კაპანაძე.

 

 

 ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up