ამ სამი თვით ბანკებმა იმაზე დიდი მოგება ნახეს, ვიდრე ვირუსის არ არსებობის შემთხვევაში ექნებოდათ - ოთარ კაჭკაჭაშვილი

ამ სამი თვით ბანკებმა იმაზე დიდი მოგება ნახეს, ვიდრე ვირუსის არ არსებობის შემთხვევაში ექნებოდათ - ოთარ კაჭკაჭაშვილი

access_time2020-06-13 10:00:05


პანდემიის გავლენა შრომით და სასესხო ურთიერთობებზე და ფორს-მაჟორი - ამ თემებზე ისაუბრეს  რადიო კომერსანტის გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ . საადვოკატო ბიურო Ok and CG მმართველი პარტნიორი ოთარ კაჭკაჭაშვილი ვალის პატიების საკანონმდებლო ნორმაზე საუბრობს და აღნიშნავს,რომ  ბანკებს აღნიშნული ნორმა  აძლევდა საშუალებას უარი ეთქვათ სესხის მიღებაზე და თავი აერიდებინათ მოგებისა და საშემოსავლის გადახდისგან.



„თუ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე განვიხილავთ, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ აქვს სასესხო ურთიერთობები და ბუნებრივია, ის სიმძიმე, რასაც გადასახადების გადახდას ვუწოდებთ, ყველა მათგანზე აისახა მაშინ, როდესაც ქვეყანაში გაჩერდა ყველაფერი. ამგვარ პირობებში კანონმდებლობა იცნობს ფორსმაჟორულ  ურთიერთობებს, როდესაც გვეძლევა საშუალება, რომ შეწყდეს ყველა ტიპის სავალდებულო ფორმატი და ყველაფერზე გამოცხადდეს მასობრივი მორატორიუმი.  ეს არის ფორსმაჟორული სიტუაციის ზოგადი გაგება, თუმცა ჩვენ შემთხვევაში არ არის გარკვეული თუ ვის რა ვალდებულება შეუჩერდება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.  ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში საბანკო სექტორი აღმოჩნდა იმაზე მოხერხებული, ვიდრე სხვა მიმართულებები. ამიტომ, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია Covid 19 - ის შესახებ, რომლის მოსალოდნელი შედეგებიც გათვალეს ამ სფეროს მესვეურებმა, მათ ამით სახელმწიფოს დაასწრეს და ცალსახად პოზიტიური განცხადებები გააკეთეს, როდესაც მზადყოფნა გამოთქვეს 3 თვის განმავლობაში საბანკო ვალდებულებების გადადების შესახებ. ამან ძალიან დადებითი პირველადი ეფექტი მოახდინა, ვნახულობდი რა მოსახლეობის პოსტებს, რომელიც მადლიერებას გამოხატავდა მიღებული გადაწყვეტილების გამო. თუმცა, როდესაც საკითხის სიღრმეში ჩავედით, ადამიანების პირველადი მოლოდინები არ გამართლდა. მათ ეგონათ, რომ ამ სავალდებულო პერიოდში გადასახდელი თანხები გაუუქმდებოდათ, მაგრამ ბანკის გამომთვლელმა პროგრამებმა თავიანთი საქმიანობა განაგრძეს და აღნიშნული 3 თვის ვალდებულებები უბრალოდ გადადეს. მეტიც, მოხდა აღნიშნული თანხების კაპიტალიზაცია და მათ ზემოდან პროცენტიც კი დაერიცხათ. მე გამიჩნდა მოსაზრება, რომ ამ სამი თვით ბანკებმა იმაზე დიდი მოგება ნახეს, ვიდრე ვირუსის არ არსებობის შემთხვევაში ექნებოდათ.


ჩვენ ვერ მოვისმინეთ იმგვარი ხმამაღალი განცხადებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიც გაისმა საბანკო სექტორის მიერ და ამ მიმართულებით არ მომხდარა არაფრის გადავადება. მე მინდა ვისაუბრო ერთ საკანონდმებლო ნორმაზე, რომელსაც ამ საკითხებზე მუშაობისას წავაწყდი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ცნობს ვალის პატიებას, რომელიც დამოკიდებულია სუბიექტზე. ბანკებს ამის საშუალება არ ეძლეოდათ, თუმცა ჩვენს საგადასახადო კოდექსში, 309 - ე მუხლში არსებობს ჩანაწერი, რომელიც დღემდე მოქმედია და ის ბანკს საშუალებას აძლევს მსესხებლებს 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების ყოველთვიური შენატანის სარგებელი აპატიონ.  309-ე მუხლის 87-ე პუნქტი ამბობს, რომ ამ დროს ადამიანები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო 82-ე პუნქტით ისინი თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგანაც.



დღეს მოქმედი კანონმდებლობა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ პირობებში მათაც არ გადაეხადათ გადასახადი. ჩნდება კითხვა, თუ რა ეშველება 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემულ სესხებს. ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დაფინანსება იქნებოდა აქეთ მიმართული. მივიღებდით შედეგს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საფინანსო ორგანიზაციებმა არ დაარიცხეს სარგებელი და არც სახელმწიფომ მიიღო ამ ორგანიზაციებისგან მოგების გადასახადი. ეს შექმნიდა სრულ ჰარმონიას ამ სფეროში. ჩვენ შემთხვევაში კი უფრო სარეკლამო დახმარებას ქონდა ადგილი, რომელმაც 3 თვე სესხები გადაგვივადა, მაგრამ გაგვიზარდა ძირი ვალდებულება და პროცენტი, რითიც ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციებმა სარგებელი ნახეს. დღეს ვერც ერთი ბანკის წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ Covid 19 - ის გამო მათ არ მიუღიათ შემოსავალი. ის მუხლი კი, რომელზეც ვისაუბრე, მათ აძლევდა საშუალებას უარი ეთქვა სესხის მიღებაზე და თავი აერიდებინა მოგებისა და საშემოსავლის გადახდისგან. ეს დიალოგი არ შედგა, რადგან ბანკებმა ზემოხსენებული შესაძლებლობა გათვალეს და სახელმწიფოს დაასწრეს მოქმედება.   მოსახლეობისთვის სხვა ალტერნატივა არც არსებობდა და ისინი იძულებული იყვნენ დათანხმებოდნენ ამ პირობებს. დღეს კიდევ არის საუბარი ვალების გადავადებაზე, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ, რომ ისარგებლონ იურიდიული კონსულტაციებით და გარკვნენ , კიდევ ხომ არ ექნება ორგანიზაციების მხრიდან იმავე მოქმედებას ადგილი,“- აღნიშნავს ოთარ კაჭკაჭაშვილი.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის და  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, რიგ სექტორებში,რომლებშიც მუშაობა არ შეჩერებულა, მასობრივად ხდებოდა ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება.


„დამსაქმებლებმა გაათავისუფლეს ადამიანები, ან ხელფასები შეუმცირეს, ან არ მისცეს და შვებულებაში გაუშვეს ფორსმაჟორული გარემობის არსებობის მიზეზით, ასეთი ქმედებები დამსაქმებლების მხრიდან ახლაც გრძელდება. ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იყო საჭირო ადამიანების სამსახურიდან გაშვება. საქართველოში შრომით უერთოერთობებში არ არსებობს მოლაპარაკების კულტურა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.  პანდემია არ არის დაუძლეველი ძალა. აუცილებელია ინდივიდუალურად საქმეების შეფასება. ერთიდაიგივე გარემოება შეიძლება პანდემიის პირობებში  კონკრეტული ეკონომიკური სექტორისთვის იყოს დაუძლეველი ძალა, მაგრამ სხვა სექტორისთვის არა. მაგალითად, ტურიზმის სექტორი პირველივე დღეებიდან გაჩერდა, მცირე ზომის სასტუმროებს მცირე ფინანსური რესურსი აქვთ და როგორც წესი სესხით ხდება ხოლმე წამოწყება ამ საქმიანობის, მათ შემთხვევაში პანდემია შეიძლება იყოს დაუძლეველი ძალა, მაგრამ ისეთ სექტორებში,როგორიც არის კვების მრეწველობა, სამშენებლო სექტორი, მიტანის სერვისები, საბანკო სისტემა, რომლებიც არ გაჩერებულან, მაინც  მასიურად ხდებოდა ადამიანების გათავისუფლება. მათ შორის ბანკებიდანაც. საბანკო სექტორი იყო გამოკვეთილად ერთ-ერთი ისეთი სექტორი,რომელიც პანდებიის პირობებში არ დაზარალებულა. ასევე დისტანციური რეჟიმი აღმოჩნდა იმის საფუძველი,რომ დამსაქმებელმა ხელფასის ნაწილი გადაუხადა დასაქმებულს  და არა სრულად, მაშინ როდესაც ძირითად შემთხვევებში, დისტანციური მუშაობა რთული აღმოჩნდა. დასაქმებულებმა უნდა იცოდნენ,რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა პანდემია და საგანგებო მდგომარეობა, ის უფლებები,რომლებიც მანამდე ჰქონდათ, რჩებათ დღემდე. ყველა ის გადაწყვეტილება,რომელიც იქნება მათ მიერ და დამსაქმებლის მიერ მიღებული, უნდა ექცეოდეს კანონის ჩარჩოში. 2 390355 შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან ჩვენი ფეისბუქ და ვეგვერდის საშუალებით დაგვიკავშირდეს და მიიღოს შესაბამისი უფასო კონსულტაცია,“- ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up