„ამ ქაოსში, სადაც მხოლოდ ორი მორალური ავტორიტეტი დარჩა, სასულიეროში პატრიარქი და ერში ბიძინა ივანიშვილი“—ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი 2018 წლის ვიდეობლოგში საუბრობს, რომელიც ტელეკომპანია იმედის გადაცემა ,,ღია ეთერში გავიდა. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:
„დასუსტებულ ორგანიზმში ვიტამინის ინექციას გავდა, ვირუსი უკან იხევდა. ბოლოს და ბოლოს მზის სხივმა გაქვავებულ ნიღბებშიც შეაღწია და პიროვნება, მეხსიერება და ღირსება ერთბაშად გაცოცხლდა ადამიანებში. ამ ქაოსში, სადაც მხოლოდ ორი მორალური ავტორიტეტი დარჩა, სასულიეროში პატრიარქი და ერში ბიძინა ივანიშვილი.
ნიკა გვარამია იწყებს შტურმს ორივეს წინააღმდეგ.
იმუნიტეტის ასამაღლებლად ისევ ვიტამინია საჭირო, რომლის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, მაგრამ ივანიშვილი ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლოა. სიმბოლოს კი არ სჭირდება ლეგიტიმაცია, ის თავისთავად არსებობს, როგორც გმირი, როგორც უკანასკნელი საერო ავტორიტეტი.
მას არ სჭრიდება ძალაუფლება, რადგან ის თავად არის ქართველი ერის მორალური ძალაუფლების წყარო.
მას არ სჭირდება გაკერპება,რადგანის თავად ამსხვრევს კერპებს. მას არ სჭირდება ჩვენი ფული, რადგან ყველა ქართველზე მდიდარია, არც გალავანი სჭირდება, რადგან შუშის სასახლეში ცხოვრობს.
არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს რადგან ბიძინა ხალხია.
მას არ სჭირდება განდიდება რადგან, ის უკვე განადიდა მისმა საქმეებმა, მას არ სჭირდება ტირანია და ძლიერი ხელი, რადგამ მისი ხელი მწიფეა.“-ამბობს ნაცვლიშვილი.