ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ - პრემიერი

ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით თანაცხოვრობენ - პრემიერი

access_time2022-10-02 22:30:17

თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და საპატიო მოქალაქეებს მიესალმა.

 

„საღამო მშვიდობის, ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენთან ერთად თბილისობის აღნიშვნა.



მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ და გითხრათ, თუ რაოდენ საამაყოა და ბედნიერებაა, რომ ვართ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული,  უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა და სწორედ დედაქალაქი თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა. მე მინდა, ამ სცენიდან თქვენთან ერთად მადლობა გადაუხადო თქვენთან ერთად ჩემს მეგობარს, თბილისის მერს კახა კალაძეს, კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და ჩვენ გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, დავესწრო ამ ცერემონიას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემი პირადად და მთავრობის სახელით ჩვენს პატივისცემას, მივესალმები კიდევ ერთხელ საპატიო მოქალაქეებს, საპატიო თბილისელებს, მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი სიყვარული,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ, პირველ ოქტომბერს აღინიშნა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის იუბილე. მისი თქმით, მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლიდან ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა.

 

„მინდა ვთქვა მთავარი - ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი იყოს მიღწეული და შესრულებული - ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება, დიდი მადლობა!,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.


თეგები:
პრემიერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up